ავიაკომპანია "რაინეარი" ბორტზე ასატან ბარგთან დაკავშირებით რეგულაციებს ცვლის | Allnews.Ge

ავიაკომპანია "რაინეარი" ბორტზე ასატან ბარგთან დაკავშირებით რეგულაციებს ცვლის

ირლანდიური ავიაკომპანია "რაინეარი" თვითმფრინავის ბორტზე ასატანი ბარგის რაოდენობას ამცირებს. ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მგზავრებს ბორტზე ორი ხელჩანთის ატანის უფლება აღარ ექნებათ. სანაცვლოდ ავიკომპანია დიდი მოცულობის ბარგზე გადასახადს 45 დოლარიდან 35 დოლარამდე ამცირებს, ბარგის მოცულობას კი 15 კილოგრამით 20 კილოგრამამდე ზრდის, რათა მგზავრებს ბარგის ბორტზე ატანის ცდუნება ნაკლებად გაუჩნდეთ.

კომპანიის ინფომაციით, აღნიშნული ცვლილება ნოემბრიდან ამოქმედდება, რაც ბორტზე ბარგის ატანით გამოწვეულ შეფერხებებს გაამარტივებს.

"რაინეარი"-ის წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდინარე წლის დასაწყისში ის თავად გახდა საკუთარი გადაწყვეტილების მსხვერპლი ნება მიეცა მგზავრებისთვის ბორტზე ერთზე მეტი ხელჩანთა აეტანათ. მათი თქმით, არასწორი გადაწყვეტილება შეფერხებებში აისახა, რადგან მგზავრებს ბორტზე დასაშვებზე სამჯერ მძიმე ბარგი აჰქონდათ.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ნოემბრიდან მგზავრებს შეეძლებათ თან მხოლოდ მცირე მოცულობის ხელჩანთა იქონიონ.

myquiz