ავსტრალიის მთაზე ცეცხლი უკვე 5 500 წელია ანთია | Allnews.Ge

ავსტრალიის მთაზე ცეცხლი უკვე 5 500 წელია ანთია

დაზუსტებით არავინ იცის, როგორ გაჩნდა ცეცხლი ავსტრალიის ერთ-ერთ მთაზე, რომელმაც შემდგომში "ცეცხლოვანი მთის" (Burning Mountain) სახელი მოიპოვა. თუმცა, ცეცხლი 27 მეტრის სიღრმეზე, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, უკვე 5 500 წლის განმავლობაში ანთია, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივია.

უძველესი ადამიანები, ამ ცეცხლის შედეგად გამოყოფილ სითბოზე საკვებსა და ხელსაწყოებს ამზადებდნენ. 1828 წელს აღნიშნულ მთას ავსტრალიელმა მწყემსმა მიაგნო და იფიქრა, რომ ვულკანი აღმოაჩინა.

დღეს ავსტრალიის ცეცხლოვანი მთა და მისი უცნაური ლანშაფტი ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა. თუმცა, სპეციალისტები ღირსშესანიშნაობის უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ცეცხლი მასობრივ ეკოლოგიურ ზარალს იწვევს, რადგან ხანძრი თავის გზაზე უნაყოფო კლდოვან ნიადაგს ტოვებს, სადაც სიცოცხლის არანაირი კვალი არ აღინიშნება. გარდა ამისა, დედამიწაზე არსებული მსგავსი ადგილები ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფითაც გამოირჩევა. ისინი ატმოსფეროში ყოველწლიურად, მილიარდობით ტონა ნახშიროჟანგს გამოყოფენ.

 

myquiz