სტამბოლში დემონტაჟს დაექვემდებარება ყველა ცათამბჯენი, რომელიც ისტორიულ ხედს ამახინჯებს | Allnews.Ge

სტამბოლში დემონტაჟს დაექვემდებარება ყველა ცათამბჯენი, რომელიც ისტორიულ ხედს ამახინჯებს

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყველა მაღალსართულიანი შენობა, რომელიც ბოსფორის სრუტის მხრიდან, სულეიმანიეს მეჩეთის ხედს გააფუჭებს, დემონტაჟს დაექვემდებარება, - ამის შესახებ The Hurriyet Daily News იტყობინება.

განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რადგან ადმინისტრაციული სასამართლო თურქეთის უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენს.

თურქეთის მოსახლეობა ცათამბჯენების აშენების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვიდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი მშენებლობა არ შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ ნაწილში, მსგავსი შენობების აგებას თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც აკრიტიკებდა.

სულეიმანიეს მეჩეთი თურქეთის უდიდეს ქალაქში, ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს.

myquiz