როგორ გამოიყურება კუნძული გუამი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ემუქრება | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება კუნძული გუამი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ემუქრება

კუნძული გუამი ბოლო რამდენიმე კვირაა ამერიკული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულის მიმართ მსოფლიო ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მას თავდასხმით დაემუქრა. და მაინც, რატომ გუამი?

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

კუნძული გუამი აშშ-ის კუთვნილი ტერიტორიაა და მასზე ამერიკული სამხედრო ავიაბაზა "ანდერსენი" და სამხედრო-საზღვაო ბაზა "აპრა-ჰარბორია" განლაგებული. უფრო კონკრეტულად, ამერიკული ბაზები კუნძულის ტერიტორიის მესამედს იკავებს. ამასთან, კუნძული გუამი ჩრდილოეთ კორეიდან ყველაზე ახლოს მდებარე ამერიკული ტერიტორიაა.

გუამი მე-17 საუკუნეში ესპანეთის კოლონიას წარმოადგენდა. მოგვიანებით, მას ამერიკა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი, იაპონია მართავდა. ომის შემდეგ კუნძული კვლავ აშშ-ის დაუბრუნდა.

გუამი წყნარ ოკეანეში მდებარეობს და იგი აშშ-ის სხვა ტერიტორიებიდან, მაგალითად ჰავაიდან 6400 კილომეტრითაა დაშორებული. იგი უფრო ახლოსაა ფილიპინების დედაქალაქ მანილასთან, ვიდრე ლოს-ანჯელესთან. სწორედ ამიტომ ამერიკული მედიის ცნობით, ამ კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენი ამერიკისგან თითქმის ყოველთვის მივიწყებულია.

გუამის შემოსავლის მთავარი წყარო ამერიკული ბაზების გარდა, ტურიზმია.

კუნძულს ყოველწლიურად საშუალოდ მილიონნახევარი ტურისტი სტუმრობს, მათი უმრავლესობა იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩადის. აზიელი ტურისტებისთვის იგი მიმზიდველი დასასვენებელი ადგილია, ვინაიდან მათთან ახლოსაა და თან აშშ-ს ეკუთვნის.

10 ყველაზე პატარა დასახლებული კუნძული

გუამის მოსახლეობა 163 000-ს შეადგენს. გუამელები აშშ-ის მოქალაქეები არიან, თუმცა, მათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. სამაგიეროდ, კუნძულზე ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ჯარისკაცი მოდის, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ვიდრე ამერიკის სხვა ნებისმიერ რეგიონში.

12 კუნძული, რომლის შეძენაც ახლა შეგიძლიათ

როგორ ერთობა ჩრდილოეთ კორეის ელიტა

myquiz