რა ხდება იაპონიაში, რომელიც მომავალში ცხოვრობს | Allnews.Ge

რა ხდება იაპონიაში, რომელიც მომავალში ცხოვრობს

6852 კუნძულისგან შემდგარი "მზის სამშობლო"მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოში მეათე ადგილს იკავებს. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა შედის, დედამიწის უდიდესი ქალაქია.

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ძალას, სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია ერთადერთი აზიური ქვეყანაა დიდ შვიდეულში და გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას ძლიერი და თანამედროვე ჯარი ჰყავს, რომელიც თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისათვის გამოიყენება.

იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე გრძელია.

მაღალტექნოლოგიური აკვარიუმი - იაპონიის ტექნოლოგიური შემოთავაზებები შესაძლოა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი რეალურია, ისევე როგორც ეს აკვარიუმი ტოკიოში, სადაც ნეონის სინათლისა და აუდიოვიზუალური დისპლეის ერთობლიობა ზღვის ბინადრებს თვალისმომჭრელ სილამაზედ აქცევს.

წყალბადზე მომუშავე მანქანები - ამ დროისთვის მსოფლიოში მანქანების მწარმოებელი მხოლოდ სამი კომპანია უშვებს წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს და ყველა მათგანი იაპონიაში მდებარებს. ამ განახლებად ენერგიაზე მომუშავე მანქანის პირველი მოდელი, რომელიც კომერციული მიზნისთვის ხელმისაწვდომი იყო. ჰონდამ ის 2016 წელს გამოუშვა.

ფუტურისტული სასაფლაო - ტოკიოს ცენტრში მდებარე დაკრძალვის ბუდისტურ სახლში შესულ მნახველს 2000 ნეონის სინათლით განათებული ბუდას ქანდაკება დახვდება, რომელიც შეესაბამება უჯრას, სადაც გარდაცვლილი ადამიანის ფერფლია მოთავსებული. ვიზიტორი ელექტრონულ ბარათს იღებს, რომელიც გარკვეულ ფერს მიიღებს, სწორედ ელექტრონული ბარათისა და ბუდას ქანდაკების ფერის მიხედვით მიაგნებს მნახველი თავისი ახლობლის ნეშტს.

ჩქაროსნული მატარებელი - ის ვარსკვლავური ომების რომელიმე კოსმოსურ ხომალდს უფრო ჰგავს. თუმცა, სინკასენის სწრაფი რკინიგზის ხაზებზე, რომელიც 2740 კილომეტრზეა გადაჭიმული, მას ყოველ დღე შეხვდებით. ჩქაროსნული მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

მაგლევი, მატარებელი მაგნიტურ საკიდზე - შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ჩქარი მატარებელია, რომელმაც 2015 წლის საცდელი მგზავრობისას 603 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. თუმცა, ის მგზავრებისთვის მომავალ ათწლეულამდე არ გაიხსნება.

ჭკვიანი ტუალეტი - იაპონიაში არსებულ ამ ჭკვიან ტუალეტს თქვენი სისხლის წნევის, შარდის ანალიზის, პროტეინების რაოდენობის, წონისა და ორგანიზმში არსებული ცხიმების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.

ჭკვიანი სარკე - ეს არ არის ყველასთვის ჩვეული შუშა, რომლშიც საკუთარი ანარეკლის დანახვა შეგვიძლია. ჭკვიანი სარკე ზომავს ნაოჭების დონეს, სიწითლეს, მზის დამწვრობის ხარისხს და მიგვითითებს იმ პრეპარატებს, რომლებიც კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში დაგვეხმარება. გარდა ამისა მოწყობილობა, მაკიაჟის სხვადასხვა ვარიაციის შერჩევის საშუალებსაც გვაძლევს და ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ მაკიაჟის დაბეჭდვა და სახეზე დროებითი ტატუს მსგავსად გადაყვანა შეგვიძლია. მისი პრეზენტაცია 2015 წელს მოხდა.

მონიშვნა დემენციით დაავადებულთათვის - შტრიხკოდი, რემელსაც იაპონიის ქალაქ ირუმაში ასაკოვან ადამიანებს ფრჩხილზე აკრავენ. ამ კოდის საშუალებით, ახლობლებს დაკარგვის შემთხვევაში, დემენციით დაავადებული ადამიანების პოვნა შეუძლიათ.

რობოტიზებული სასტუმრო - იაპონია რობოტების სამშობლოდ იქცა, მათ შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შევხვდეთ, მათ შორის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. აქ იაპონურად მოსაუბრე სტუმრებს ადამიანის იერსახის მქონე რობოტი ხვდება, მაშინ როდესაც ინგლისურად მოსაუბრეებს დინოზავრის გარეგნობის რობოტი ემსახურებათ.

 

myquiz