"ვიზეარი" უფასო ხელბარგზე ახალ ნორმას აწესებს | Allnews.Ge

"ვიზეარი" უფასო ხელბარგზე ახალ ნორმას აწესებს

ვიზეარის უფასო ხელბარგთან დაკავშირებით ახალი ნორმა ამოქმედდება 2017 წლის 29 ოქტომბრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორის აეროპორტის საიტზე ვრცელდება.

ახალი ნორმის მიხედვით, ხელბარგის ზომა 10 კგ-მდე გაიზრდება.

"მათ, ვისაც 29 ოქტომბრის შემდეგ აქვთ დაგეგმილი მგზავრობა და ხელბარგი უკვე შეიძინეს ავიაკომპანიისგან, ხელბარგში გადახდილი თანხის 120% დაუბრუნდებათ ვიზეარის ანგარიშებზე." - წერია განცხადებაში.

 

myquiz