კოფი ასილენი - გაიცანით 100 შვილის მამა | Allnews.Ge

კოფი ასილენი - გაიცანით 100 შვილის მამა

კოფი ასილენი განას პატარა სოფელ ამანკრომში ცხოვრობს. მისი ოაჯხი კი ადგილობრივი მოსახლეობის მეექვსედს შეადგენს.

"მე არ მყავს ძმები და ბიძები , ამიტომ გადავწყვიტე ბევრი შვილი მყოლოდა. ჩემი სიკვდილის შემდეგ ისინი შესაფერის დაკრძალვის ცერემონიას გააკეთებენ. ჩემს მშობლიურ სოფელში, თუ ერთი შვილი მაინც გყავს, იტყვიან, რომ მნიშვნელოვანი ხარ. მე კიდევ მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა."- თქვა კოფი ასილენიმ.

მისთვის ბევრი შვილი ათი ან თუნდაც 20 კი არ აღმოჩნდა, არამედ 100. სწორედ ამდენი შვილი ჰყავს განას ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ამ კაცს. ცოტა არც მისი ცოლების რაოდენობაზე ითქმის, ამ დროისთვის მათი რიცხვი თორმეტს ითვლის.

"როდესაც ჩემმა ქმარმა სხვა ცოლების მოყვანაც გადაწყვიტა არჩევანი არ მქონდა, ის ყველა ჩვენგანის უზრუნველყოფას ახერხებდა, თავისუფლად იხდიდა ბავშვების განათლებისთვის საჭირო გადასახადებს, ჩვენი შვილები ჯანმრთელები არიან, ამიტომ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს"-აღნიშნა კოფი ასილენის პირცელმა ცოლმა.

კოფი ფერმერია, ამიტომ მისთვის მეტი შვილი მეტ მუშახელს ნიშნავს.

"ადრე მდიდარი ვიყავი, ამიტომ მთელი ჩემი ოჯახის უზრუნველყოფა არ მიჭირდა, ახლა ჩემი ზოგიერთი შვილი, რომლებიც უკვე მუშაობს, მეხმარებიან ოჯახის რჩენაში".

კოფიმ ერთხელ შემთხვევით თავისი მრავალი ქალიშვილიდან ერთ-ერთს ცოლობაც კი სთხოვა, თუმცა მოგვიანებით ამის გამო ბოდიში მოიხადა და შეცდომა მხედველობასთა დაკავშირებულ პრობლემას დააბრალა.

myquiz