ეს 20 საიტი თქვენს მოგზაურობას ბევრად მარტივს გახდის | Allnews.Ge

ეს 20 საიტი თქვენს მოგზაურობას ბევრად მარტივს გახდის

დამღლელი სამუშაო წლის კულმინაცია ახლოსაა. ბევრმა ჩვენგანმა ალბათ სამგზავრო ჩანთების ჩაწყობა უკვე დაიწყო, მაგრამ დასვენებისთვის საჭირო და არასაჭირო ნივთების კლასიფიკაციაზე უფრო რთული, სავარაუდოდ, თავად მოგზაურობის ორგანიზებაა. ვინც ხშირად მოგზაურობს, საყვარელი ინტერნეტ საიტები ალბათ უკვე შერჩეული აქვს.

ამ საიტების დახმარებით, გეგმავს მარშრუტს, ყიდულობს ბილეთებს, ჯავშნის სასტუმროს და ინიშნავს ღირსშესანიშნაობებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ მათთვისაც კი შევძლებთ სიახლის შეთავაზებას. Allnews.ge-მ იმ აუცილებლი საიტების ჩამონათვალი შეადგინა, რომელიც მოგზაურობის პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.

Nomad list - საიტი დაგეხმარებათ სამოგზაურო ადგილის შერჩევაში თქვენთვის შესაფერისი პარამეტრების მიხედვით: ქვეყანა, თვე, ტემპერატურა, ჰაერის სისუფთავე, ინტერნეტის სიჩქარე, ბიუჯეტი და ა.შ. საიტი მუშაობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

Numbeo - დაგეხმარებათ კონკრეტულ ქალაქში ცხოვრების ღირებულების გაგებაში. ხელმისაწვდომია ინფორმაცია რესტორნებში არსებულ ფასებზე, ასევე პროდუქტების, ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ღირებულება.

Oanda - ვალუტის ონლაინ კონვენტორი. საშუალებას გაძლევს გაეცნო მიმდინარე კურსს.

RouteHappy - საიტი რომელის საშუალებითაც შეგიძლით გაიგოთ, რა სერვისები მოქმედებს თქვენს მიერ შერჩეულ სატრანსპორტო საშუალებებში - უფასო wifi, ტელეფონის დამტენი და ა.შ.

AirlineMeals - აქ შეგიძლიათ გაიგოთ, რა მენიუ შეიძლება დაგხვდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიის ბორტზე და რისი შეკვეთა შეგიძლიათ.

Momondo - ავიაბილეთების საერთაშორისო საძიებო სისტემა. აქ შეძლებთ შეარჩიოთ მარშრუტი ბიუჯეტის მიუხედავად.

Booking.com - უმსხვილესი საიტი, რომელიც გთავაზობთ სასტუმროების დაახლოებით 1,3 მილიონ ვერსიას მსოფლიოს 225 ქვეყანაში.

Holiday Pad - საიტი უჩვეულო სასტუმროებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ მცურავი ჰოსტელიც და უხილავი სახლი ხეზე შვედეთში, ციხე-სიმაგრე, ყოფილი შუქურა და ვიქტორიანული სარკინიგზო სადგურიც კი.

Airbnb - მსოფლიოს მასშტაბით, ბინების, ოთახებისა და სახლების ძიების სერვისი. ამ საიტის მეშვეობით თვქენი ბინის გაქირავებასაც შეძლებთ.

CouchSurfing - სოციალური ქსელი მოგზაურთათვის, რომლებიც ტურისტებს საკუთარ სახლში უფასოდ იღებენ.

Home Exchange - საცხოვრებელი სახლების დროებითი გაცვლის სოციალური ქსელი, თქვენ ჩადიხართ ვინმესთან სახლში და ის ჩამოდის თქვენთან.

Roomer - სერვისი რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სასტუმროს ჯავშანი გაყიდოთ იმ შემთხვევაში თუ გამგზავრება ბოლო წუთს გადაიფიქრეთ.

Blablacar - თანამგზავრების ძიება რათა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილების ხარჯები დაზოგოთ.

Flightradar 24 - თვითმფრინავების რეისებზე, მარშრუტზე, განრიგზე, დროსა და დაშვებამდე არსებული დისტანციაზე, სიჩქარესა და ფრენის კუთხეზე ინფორმაციას სწორედ აქ მოიპოვებთ.

WifiMap - აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, უფასო ინტერნეტთან წვდომის 100 მილიონ წერტილს და დახურულ ინტერნეტთან წვდომის პაროლს აერთიანებს.

Maps.me - რუკები და ნავიგატორები, რომლითაც ვისარგებლებთ ინტერნეტთან წვდომის გარეშეც.

Rentalcars.com - ავტომობილების ძებნა 163 ქვეყანაში. შეგიძლით შეადაროთ სხვადასხვა სერვისი ფასები.

Бесплатные парковки (Park Me) - დაგეხმარებათ უფასო ან შედარებით იაფი პარკინგის მოძიებაში.

Tripadvisor - გასართობი ადგილების მოძებნაში დაგეხმარებათ, ასევე შეძლებთ სხვა მოგზაურების გამოხმაურებების ნახვას.

TaxFree4U - ამ საიტის დახმარებით დამატებითი ღირებულების გადასახადს დაიბრუნებთ.

 

 

 მსოფლიოს ყველა აეროპორტის Wi-Fi-ის პაროლი - საჭირო ინფორმაცია მოგზაურებისთვის

myquiz