"როსტურიზმი" რუს ტურისტებს აფხაზეთში ყოფნისას საგანგებო რეკომენდაციებს აძლევს | Allnews.Ge

"როსტურიზმი" რუს ტურისტებს აფხაზეთში ყოფნისას საგანგებო რეკომენდაციებს აძლევს

"როსტურიზმი" რუს ტურისტებს რეკომენდაციას აძლევს, პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს მითითებები დაიცვან, თავი აარიდონ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც არ არის ხალხმრავლობა, მოერიდონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტს, არ დატოვონ უყურადღებოდ მცირეწლოვანი ბავშვები და პირადი ნივთები. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

უწყება, ასევე, მოუწოდებს ტუროპერატორებს, რომლებიც აფხაზეთის ტურებს ყიდიან, საკუთარი კლიენტების ინფორმირება უზრუნველყონ აფხაზეთში არსებული რისკებისა და მოქცევის წესის შესახებ. მათივე ინფორმაციით, ტურისტებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ცხელ ხაზზე.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რუსი ტურისტი გარდაიცვალა. ინციდენტი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში მოხდა.

ადგილობრივი დეფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფს, რომელიც სათევზაოდ იმყოფებოდა, უცნობი პირები დაესხნენ თავს. ისინი დანით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები და ტურისტებს ფული მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც იგი დაჭრეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

myquiz