იხილეთ როგორია ტურისტის თვალით დანახული აჭარა | Allnews.Ge

იხილეთ როგორია ტურისტის თვალით დანახული აჭარა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი "აჭარის ფერები" გაავრცელა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით. ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

"თამამად შეიძლება ითქვამს მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური "აჭარის ფერები", ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის 4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით მეშვეობით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ახორციელებს.

myquiz