ლატვიასა და ლიტვაში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება | Allnews.Ge

ლატვიასა და ლიტვაში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვიდეო რეპორტაჟები და სტატიები ლიტვასა და ლატვიაში გამოქვეყნდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პოპულარული ტელეარხების, ჟურნალებისა და ვებპორტალების ჟურნალისტები რეგიონში მედიატურის ფარგლებში ჩამოიყვანა.

ლატვიელი ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლატვია სამიზნე ქვეყნად 2017 წელს დაამატა. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დღეს გაეცნობიან და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს გადაიღებენ.

ხვალიდან, კი რეგიონის კულტურულ-ისტორიულ შესაძლებლობებს დაათვალიერებენ და მთიან აჭარაში იმოგზაურებენ, სადაც ადგილობრივი კერძებსა და ფოლკლორ შოუს გადაიღებენ. ჟურნალისტები აჭარაში 5 ივნისმდე დარჩებიან.

 

myquiz