საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია | Allnews.Ge

საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია

ბრიტანულმა Telegraph-მა მსოფლიოს 51 ქვეყნის სია გამოაქვეყანა, სადაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტია. ამ სიაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. Telegraph-ის მონაცემებით, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ Telegraph 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს დაეყრდო, რა დროსაც საქართველოს 5,9 მილიონი საერთაშორისი მოგზაური ეწვია, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.

Telegraph-ის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.

myquiz