მარმარილოს ზღვის ნაწილი ნარინჯისფრად შეიღება | Allnews.Ge

მარმარილოს ზღვის ნაწილი ნარინჯისფრად შეიღება

შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი მარმარილოს ზღვის ნაწილი, ნარინჯისფრად შეიღება. მეცნიერთა თქმით, ნარინჯისფერ დინებას პლანქტონების განსაკუთრებული სახეობის გამრავლება იწვევს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. 

პლანქტონების ეს სახეობა გარეგნულად მედუზას ჰგავს, თუმცა მხოლოდ ჰგავს. სინამდვილეში ის სულ სხვა სახეობას განეკუთვნება, მისი პოვნა კი თურქეთის ნებისმიერ სანაპიროსთან შეიძლება. მეცნიერთა განმარტებით, გაზაფხულზე როდესაც ბუნება იღვიძებს, პლანქტონებიც აქტიურდებიან და სწრაფად მრავლდებიან, რაც იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ ზღვის წყლისთვის შეფერილობის შეცვლა შუძლია.

ადგილობრივებს მეცნიერთა განმარტებაში ეჭვი შეაქვთ და ფიქრობენ, რომ წყლის მიერ ფერის ცვლილება შესაძლოა დაბინძურებით ან გემებიდან ქიმიური ნარჩენების გაჟონვით იყოს განპირობებული.

myquiz