ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე

ამ ქვეყანას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ საუბარი სამხრეთ კორეაზე სულაც არ არის. ჩრდილოეთ კორეა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა "უნიკალური" დადებით მნიშვნელობას სულაც არ ატარებს.

მარტივად რომ ვთქვათ, "კიმების სახელმწიფო" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და იზოლირებული ქვეყანაა.

იზოლირების გამო, აღნიშნულ ქვეყანაზე ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელია, თუმცა ფაქტია, რომ მას მეზობელი სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ:

1. ჩრდილოეთ კორეაში მანქანები წვის შედეგად მიღებულ ენერგიაზე მუშაობენჩრდილოეთ კორეა ნათელი მაგალითია იმისა, როგორი იქნება მომავალი ნავთობის გარეშე, ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით.

ეს ჩაკეტილი სახელმწიფო, რომლის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების გარეშე ფუნქციონირებს. რასაც ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავს.

2. ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე კოსმოსიდანაც კი ჩანსჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არა თუ კონტროლდება, არამედ იგეგმება კიდეც. 2015 წელს გატარებული რიგი რეფორმების მიუხედავად, ეკონომიკურმა პროცესებმა ხელისუფლების გავლენას თავი მაინც ვერ დააღწია.

ჩრდილოეთ კორეაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1,800 დოლარს აღწევს, რაც მას ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოებს შორის 197-ე ადგილზე აყენებს. სამხრეთ კორეის მშპ მას 18-ჯერ აღემატება, აშშ-ის კი - 28-ჯერ. აქედან გამომდინარე, 24 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

3. მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ არსებობსიმის თქმას მოვერიდები, რომ ჩრდილოეთ კორეაში მარიხუანა ლეგალიზებულია, თუმცა მისი ამკრძალავი კანონმდებლობა რომ არ არსებობს ეგეც ფაქტია.

ანონიმური წყაროების ცნობით, კიმ ჩენი ინის რეჟიმი მარიხუანას ნარკოტიკად არ აღიქვამს, ამიტომ მისი აკრძალვის მართლზომიერებასაც ვერ ხედავს.

4. ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკების პრაქტიკა ჯერ კიდევ გამოიყენებასაკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ყველა ჩვენგანს სმენია. ბევრს კი ჰგონია, რომ ეს წარსულს ჩაბარებული საშინელებაა, რომელსაც გერმანია არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ იყენებდა. თუმცა, მსგავსი ოპტიმისტების საწინააღმდეგოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ადამიანების გაგზავნა ჩრდილოეთ კორეაში დღემდე წარმატებით აპრობირებული მეთოდია.

არსებული ინფორმაციით, 200 თასზე მეტი კორეელი პოლიტიკური დანაშაულის გამო, ახლა მსგავს ბანაკში იმყოფება. და კიდევ ერთი უცნაურობა - თუ პოლიტიკურ დანაშაულს ერთი ადამიანი ჩაიდენს, ბანაკში მისი მთელი ოჯახი იგზავნება. გაპარვის შემთხვევაში კი მთელს ოჯახს სჯიან სიკვდილით.

5. სკოლაში ბავშვების სიარული სავალდებულია, თუმცა განათლება ფასიანიაამ ქვეყანაში ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო განათლება სავალდებულოა. თუმცა, მშობლებმა შვილის სკოლაში მიყვანისას მისთვის მერხი და სკამი უნდა შეიძინონ, გათბობის საფასური კი გადაიხადონ.

6. ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია

ჩრდილოეთ კორეის კალენდარი დანარჩენი მსოფლიოს კალენდრისგანაც განსხავდება. მათ წელთაღრიცხვის დასაწყისად რევოლუციონერი ლიდერის, კიმ ირ სენის, დაბადების თარიღი ანუ 1912 წლის 15 აპრილი აიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ქვეყანაში არა 2017 არამედ 105 წელია.

7. ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდებაგაგიკვირდებათ და ქვეყანაში არჩევნები ისევე ტარდება, როგორც დანარჩენ სამყაროში. მოსახლეობას აქვს საშუალება საკუთარი არჩევანი გააკეთოს, თუმცა აუცილებლად განუმეორებელი ლიდერის სასარგებლოდ.

8. სასჯელი, რომელიც სამ თაობაზე გადადისთუ ჩრდილოეთ კორეაში დაიბადეთ და თქვენმა ბაბუამ დანაშაული ცაიდინა, ამ დანაშაულისთვის პასუხს თქვენც აგებთ. როდესაც ერთი ადამიანი დანაშაულს ჩადის პასუხისმგებლობა მთელს ოჯახს ეკისრება

9 ერთადერთი ჭეშმარიტი ლიდერი კიმ ირ სენიამიუხედავად იმისა, რომ კიმ ირ სენია დიდი ხანია მკვდარია, მას ჯერ კიდევ ქვეყნის ლიდერად მიიჩნევენ.

10 კიმ ჩენ ინი ექსცენტრიული დიქტატორია

მხოლოდ მას შეუძლია არასასურველი ადამიანების ბალისტიკური იარაღით, სიკვდილით დასჯა.

myquiz