ქალაქი 50 ვულკანით | Allnews.Ge

ქალაქი 50 ვულკანით

ახალი ზელანდიის ეს უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარეობს.

სანაპიროსთან ჩამომდგარი იახტებისა და ნავების სიმრავლის გამო მას ხშირად "აფრების ქალაქს" უწოდებენ, თუმცა, ალბათ, უფრო სამართლიანი იქნებოდა ოკლენდი "ვულკანების ქალაქად" მოეხსენიებინათ - მის ფარგლებში ხომ დაახლოებით 50 ვულკანის დათვლაა შესაძლებელი.

უმეტესი მათგანის ნახვა "ოკლენდის ვულკანურ მდელოზეა" შესაძლებელი. ტერიტორია კრატერებით, ვულკანური ტუფებითა და ვულკანური ტბებითაა დაფარული - ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 50-ს აღწევს. ამ ვულკანების უდიდესი ნაწილი 60-140 ათასი წლის წინ ამოიფრქვა, ყველაზე ადრეული ამოფრქვევა ფრანკლინის რაიონში დაფიქსირდა, ხოლო უკანასკნელი და ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა, რომლის შედეგადაც  კუნძული რანგიტოტო წარმოიქმნა, დაახლოებით 600—800 წლის წინ მოხდა.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვულკანები მიძინებულია. იმის შანსი, რომ ნებისმიერ შემდგომ წელს რომელიმე მათგანი ამოირქვას 0,1%-ს შეადგენს, თუმცა, არანაირი საშუალება არ არსებობს იმის პროგნოზირებისთვის თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.

რანგიტოტოს ვულკანი ოკლენდის ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელის დანახვაც ქალაქის მრავალი ადგილიდან არის შესაძლებელი. ის ამასთანავე ახალი ზელანდიის ყველაზე ახალგაზრდა და ოკლენდის ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც უკანასკნელად სულ რაღაც 600 წლის წინ ამოიფრქვა.

რანგიტოტოდან უკან ქალაქისკენ რომ გაიხედავთ, პირველი ორი ვულკანი, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს მაუნგაუნიკა და ტაკარუნგაა. პირველი მათგანი სანაპირო დაცვის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის უწყება სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობით იყენებდა.

პუკეკავას კრატერის თავზე კი ამჟამად ქალაქის ომის მემორიალური მუზეუმი მდებარეობს, რომელიც 1929 წელს გაიხსნა.

ოკლენდში მოხვედრისას თუ არ გაგიმართლათ და მიძინებული 50 ვულკანიდან ერთ-ერთი მაინც გააქტიურდა იღბლიანი იქნებით, თუ იმ დროს ამ ვულკანის კრატერზე ან მის სიახლოვეს არსებული ღირსშესანიშნაობის სანახავად უკვე რიგში არ იდგებით.

myquiz