ქალაქები ავტომობილებისგან თანდათან დაცარიელდება | Allnews.Ge

ქალაქები ავტომობილებისგან თანდათან დაცარიელდება

2016 წელს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მერმა მანუელა კარმენამ, კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ცენტრში კერძო ავტომობილებისს გადაადგილება აიკრძალებოდა.

ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ მადრიდის ცენტრალურ გამზირზე, გრან ვიაზე, მხოლოდ ველოსიპედების, ავტობუსებისა და ტაქსის გადაადგილება იქნება დაშვებული. ყოველ შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება იქამდე გაგრძელდება, სანამ ის მერის თანამდებობაზე დარჩება. მერის განმარტებით, ეს ნაბიჯი 2025 წლისთვის, მადრიდში დიზელზე მომუშავე ყველა ავტომანქანის აკრძალვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მადრიდის მერი ერთადერთი არაა, ვინც მანქანებისგან დაცლილი ქალაქის მომხრეა.

ურბანული დაგეგმარების სამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ გამონახონ გზა, რომლის დახმარებითაც, ფეხით მოსიარულეებისათვის მეტი სივრცის შეთავაზებას შეძლებენ და ნახშიროჟანგის რაოდენობას შეამცირებენ.

ოსლოში მანქანების გადაადგილება 2019 წლისთვის სრულად აიკრძალება.

თუმცა, ხელისუფლება ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და ინიციატივის განხორციელებას მომავალი 6 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

ჩიკაგოში დაფუძნებულმა არქიტექტორებმა ადრიან სმიტმა და გორდონ გილმა ჩინეთის ქალაქ ჩენდუსთვის ახალი საცხოვრებელი ტერიტორია დააპროექტეს. ახალი დიზაინის მიხედვით, მოსახლეობას ფეხით გადაადგილება გაცილებით უფრო გაუადვილდება ვიდრე მანქანით, თანაც ფეხით ნებისმიერ ადგილამდე მისვლას 15 წუთში შეძლებენ.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ადმინისტრაცია გააადგილების მთავარ საშუალებად ველოსიპედის გამოყენებას აპირებს.

ამასთან, ფეხით სიარულს გამორჩეულ პოპულარიზაციას უწევს. ჰამბურგის მერია, ავტომობილების რაოდენობას, ქალაქის ზოგიერთ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეებისა და ველოსპედების დაშვებით შეამცირებს. პროექტს მწვანე ქსელი ჰქვია და იმ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც მოსახლეობა ტრანსპორტის გარეშე უნდა გადაადგილდებოდეს.

ველოსიპედი გადაადგილების წამყვან საშუალებად ითვლება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენშიც.

დღეს ქალაქის მოსახლეობის ნახევარი სამსახურში სწორედ ამ ტრანსპორტის დახმარებით მიდის. 1960-იანი წლებში დაწყებული პროექტის საშუალებით, ქალაქში ფეხით მოსიარულეებისთვის სპეციალური ზონები გამოიყო. დანიის დედაქალაქი ამ დროისთვის, ველოსიპედების ტრასებს აფართოვებს და ევროპის მასშტაბით, მანქანების ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.

აღნიშნულ ტენდენციას არც პარიზი ჩამორჩა და დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვის პარალელურად, ველოსიპედების რიცხვის გაორმაგება დაიწყო. გადაწყვეტილებას ლონდონი, ბრიუსელი, ათენი და ნიუ იორკიც შეუთანხმდნენ.

myquiz