როგორ გამოიყურება სინამდვილეში ფუკუშიმა: 4K რეზოლუციის ვიდეო | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება სინამდვილეში ფუკუშიმა: 4K რეზოლუციის ვიდეო

მარტში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფიდან, ფუკუშიმას აფეთქებიდან, 5 წელი გავიდა.

39 წლის ფრილანსერმა, დაისუკე შიმიცუმ გადაწყვიტა ფუკუშიმას ხედები გადაეღო, რათა ამ რეგიონთან დაკავშირებით, მსოფლიო საზოგადოების შეხედულებები შეეცვალა. ფუკუშიმას ატომური სადგური ქალაქ ოკუმაში მდებარეობს და 11 636,28 კილომენტრის ფართობზეა განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას 16 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 600-მდე კი გზო-უკვლოდ დაიკაგრა, ამასთან განადგურდა 127 000-ზე მეტი სახლი, ხოლო მილიონზე მეტი დაზიანდა.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად იაპონიის "ფუკუშიმა დაიჩის" ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ რეაქტორებზე აფეთქებების სერია მოხდა. 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტრაგედიიდან მეხუთე წლისთავზე იაპონიის ხელისუფლება კვლავ არ იშურებს ძალისხმევას, რომ ტექნოგენური კატასტროფის შედეგები მალე აღმოფხვრას. გუშინ "ფუკუშიმას" ოპერატორმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ რადიაქტიური წყლის გაჟონვის შესაჩერებლად კიდევ 4 წელიწადია საჭირო.