ქალაქები, სადაც ავტომობილებზე თანდათან უარს ამბობენ | Allnews.Ge

ქალაქები, სადაც ავტომობილებზე თანდათან უარს ამბობენ

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ავტომობილების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და დედაქალაქში მათი რაოდენობა უკვე მილიონს აჭარბებს, მსოფლიოში ავტომობილებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

მსოფლიოს სულ უფრო ბევრი წამყვანი და დიდი ქალაქი ამბობს უარს მანქანაზე, როგორც კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არჩევანს ველოსიპედზე, მოპედზე, ან ელექტრომობილზე აკეთებს.

კოპენჰაგენი, დანია

ევროპის მასშტაბით კოპენჰაგენში ყველაზე ნაკლები ავტომობილია. 1960-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ საფეხმავლო ზონების გაფართოება და ამ გზით საავტომობილო გზების შევიწროება გადაწყვიტა. უახლოეს ხანებში ქალაქში საველოსიპედო მაგისტრალი გაიხსნება, რომელიც გარეუბნებს ცენტრთან დააკავშირებს.

ჰამბურგი, გერმანია

ქალაქის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული არ არის, თუმცა მერია ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს დისკომფორტი არ შეექმნათ. უახლოესი 20 წლის განმავლობაში ქალაქში ახალი ველობილიკებისა და ტროტუარების აშენება იგეგმება, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ნაწილი ჰამბურგის 40%-ს მოიცავს.

მადრიდი, ესპანეთი მადრიდის ბევრი ცენტრალური ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილია, დამრღვევებისთვის კი ჯარიმა 100 ევროს აჭარბებს. გამონაკლისი მხოლოდ ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის არის დაშვებული. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად აბინძურებს ავტომობილი გარემოს, მით უფრო მეტ გადასახადს იხდის პარკინგისთვის მისი მეპატრონე. იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

myquiz