ნიუ-იორკში, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეტროს სადგური გაიხსნა | Allnews.Ge

ნიუ-იორკში, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეტროს სადგური გაიხსნა

ნიუ-იორკში, 2001 წლის 11 სექტემბერს განადგურებული სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, მეტროს ახალი სადგური გაიხსნა. თავდაპირველად, ახალი პროექტის განხორციელება ორ მილიარდ დოლარად ფასდებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, დახარჯულმა თანხამ 4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამგვარად, სადგური მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მეტროს სადგურად იქცა, რომლის მშენებლობასაც 12 წელი დასჭირდა.

სატრანსპორტო კვანძი მეტროს 11 ხაზს აკავშირებს და დღეში 200 000 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი.

myquiz