იცოდით რომ ისლანდიელებს გვარები არ აქვთ? - საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე | Allnews.Ge

იცოდით რომ ისლანდიელებს გვარები არ აქვთ? - საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე

ისლანდია იმდენად საინტერესო ქვეყანაა, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, რომ მიუხედავად იზოლაციისა და მძიმე კლიმატური პირობებისა, ქვეყანაში ადამიანის ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

მოსახლეობა ახალგაზრდულია (საშუალოდ, 36 წლის), გენდერული გამყოფი მცირეა და ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკონომიკა გააჩნია.

ისლანდიაში 300 000 მოსახლე ცხოვრობს, რომელთაც ძალიან უყვართ ტკბილეული. ყოველ შაბათს, ისლანდიაში "ტკბილეულის დღეა", რა დროსაც ყველა ტკბილეულზე 50%-იანი ფასდაკლებაა.

ისლანდიის პარლამენტი ალთინგი მსოფლიოში ყველაზე ძველი პარლამენტია.

ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია.

ისლანდიაში უხვადაა გეოთერმული საგანძურები, როგორიცაა გეიზერები და ცხელი მდინარეები, სადაც ბანაობაა შესაძლებელი.

ვატნაიეკუდლი - ყველაზე დიდი მყინვარია ევროპაში.

ისლანდიის ტერიტორიის 10%-ზე მეტი მყინვარებით არის დაფარული. (12 ათ. კმ²).

პოპულარული კერძი ისლანდიაში ჰაკარლია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ზვიგენის გამომშრალი ხორცია.

ისლანდიელებს არ გააჩნიათ გვარი. მათ მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული საკუთარი სახელი აქვთ და მამის (ხანდახან დედის) სახელი ემატებათ. მაგალითად ისლანდიელი მომღერალი ბიორკი გუდმუნდსდოტირია (ისლ:Björk Guðmundsdóttir) ანუ გუდმუნდის-ასული, ქვეყნის პრეზიდენტი ოულავურ რაგნარ გრიმსონი კი გრიმსონი ანუ გრიმის-ძეა.

ქვეყანაში, რომელსაც ასეთი მცირე მოსახლეობა ყავს, როგორ უნდა გაიგო, თუ ვინმე მოგეწონა, შენი ნათესავი ხომ არაა? საბედნიეროდ, ვიღაცამ შექმნა აპლიკაცია "ისლანდიელების წიგნი", რომელიც საგვარეულო ხეს იკვლევს. შესაბამისად, აპლიკაცია თუ ამბობს, რომ ნათესაური კავშირი არაა, წყვილს მშვიდად შეუძლია გააგრძელოს ურთიერთობა.

ისლანდიაში მალევე შეამჩნევთ ხეების ნაკლებობას. როდესაც ვიკინგები პირველად მოხვდნენ ისლანდიაში, მთელი ხეები გაჩეხეს სამშენებლო მასალისთვის, მას შემდეგ კი ხეებს ძალიან უჭირთ ზრდა.

თუ ჩანჩქერები გიყვართ, ისლანდია თქვენი საყვარელი ქვეყანა გახდება. იქ ყველა მიმართულებით ჩანჩქერი მოჩქეფს.

ისლანდიაში ადამიანზე მეტი ცხვარი ბინადრობს. ყოველ 100 მეტრში ცხვარს გადაეყრებით.

კიდევ ერთი ცხოველი, რომელსაც უხვად იხილავთ ისლანდიაში, ცხენია. თუ მათ ქვეყნის გარეთ გაიყვანენ, უკან აღარ უშვებენ, რომ ჯიშის აღრევა არ მოხდეს.

რეიკიავიკი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილო დედაქალაქია

ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში, 92%, აქედან 80% ღია ქერაა.

ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვებიც სტუმრობენ ხოლმე. 2008 წლის მაისში ორი კვირის ინტერვალით ორი დათვი გადმოვიდა კუნძულთან მოახლოებული აისბერგიდან.

ვულკანი ჰეკლა ევროპაში უდიდესი ვულკანია.

ჩანჩქერი დეტიფოსი ევროპაში ყველაზე დიდია — მისი სიმაღლე 40 მ, სიგანე 100 მ.

ისლანდიის უგრძესი მდინარეა თჲოურსაუ — 237 კმ.

 

myquiz