2016 წლის ყველაზე ფეშენებელური საკრუიზო ხომალდები | Allnews.Ge

2016 წლის ყველაზე ფეშენებელური საკრუიზო ხომალდები

 

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და ძვირად ღირებულ გემებს, რომლებიც 2016 წელს ჩაეშვება ზღვებში.

კარნავალი ვისტა

დღევანდელი მეგა-გემები მასშტაბურ და გრანდიოზულ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Carnival Vista. მასზე წყლის პარკია განთავსებული თავბრუდამხვევი სასრიალოებით, რომელიც სტუმრებს ფსიქოდელიურ შეგრძნებებს პირდება. აგრეთვე, გემზე მსოფლიოში პირველად IMAX კინოთეატრია ზღვის შუაგულში. ლუდის მოყვარულებისთვის მიკრო ლუდსახარშში ყოველდღიურად ახალ ლუდს ასხამენ. მშობლებს შეუძლიათ 12 წლამდე ბავშვები ოკეანის ბანაკში დატოვონ დ თვითონ ზრდასრულებზე ორიენტირებულ გასართობ არეალში გადაინაცვლონ. "კარნავალი ვისტა" 2016 წლის მაისში ჩაეშვება ხმელთაშუა წყლებში.                                                                                                         

"მის კონინგსდამი"

გიყვართ ცოცხალი მუსიკა? მაშინ "მის კონინგსდამი" თქვენთვისაა. გემზე სამი მუსიკალური სცენაა. Lincoln Center Stage-ის მუსიკოსები ყოველ ღამე შეასრულებენ სიმღერებს გემზე. გარდა ცოცხალი მუსიკისა, გემის ბორტზე საოცარი აუზები და შადრევნებია. თერმული აბაზანები, თბილი კერამიკული ლაუნჯები და საოცარი ხედები ზღვის ჰორიზონტზე. გემზე აგრეთვე ბაღია, სადაც მოჰყავთ ყველანაირი ბოსტნეული და ხილი, რომელსაც შემდეგ გემის მზარეულები ამზადებენ. "მის კონინგსდამი", რომელიც 2 600-ზე მეტ სტუმარს იტევს, 2016 წლის აპრილში იტალიაში ჩაეშვება ხმელთაშუა ზღვაში.

როიალ კარიბის "ზღვის ოვაცია"

"ზღვის ოვაცია" მესამე გემია, რომელიც "როიალ კარიბის" კლასს მიეკუთვნება. გემზე დაგხვდებათ საოცრად გამომგონებლური კაბინები "ვირტუალური აივნებით", რომლებიც უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მქონე პლაზმური ეკრანებით რეალურ ვერანდას ცვლიან. კამერების მეშვეობით კაბინის ბინადრებს ხედი და ხმა რეალური აივნის შთაბეჭდილებას შეუქმნის. გემზე 4,180 მგზავრი ეტევა. ბავშვებისთვის სერფინგის სიმულატორი, მთებზე ცოცვა, სკეიტბორდის და სკაიდაივინგის ოთახებია გამოყოფილი.

ვიკინგების ზღვა

ეს გემი გლამურული და მყუდროა ერთდროულად. ყველა ოთახში დიდი ზომის საწოლები, უზარმაზარი ვერანდა, ყოველდღე განახლებადი მინი ბარი და ძვირფასი თეთრეულია. მოგზაურობის პირველ დღეს სტუმრებს მისასალმებელ შამპანურს ახვედრებენ. მომსახურებაუმაღლეს დონეზეა. თეატრში სხვადასხვა წარმოდგენები იმართება. სტუმრებს ფილმების ხილვა ორ სხვადასხვა კინოთეატრში შეეძლებათ. გემზე არის ბაღი, სადაც საღამოს ჩაის დალევა შეუძლიათ სტუმრებს.

 

მომზადებულია cnn.com-ს მიხედვით

myquiz