7 ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან, რომელიც აქამდე არ იცოდით | Allnews.Ge

7 ფაქტი ვან გოგის ცხოვრებიდან, რომელიც აქამდე არ იცოდით

მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ვან გოგის ნამუშევრებს სხვა ნახატებისგან აუცილებლად გამოარჩევთ, მაგრამ თავად მის შესახებ რა იცით? პირველი, რაც ვან გოგის ცხოვრების შესახებ ახსენდებათ, ის არის, რომ მხატვარმა ყური მოიჭრა და ის საყვარელ ქალს გაუგზავნა. შეესაბამება ეს ლეგენდა სინამდვილეს?

რას საქმიანობდა ვან გოგი, სანამ თავის ცხოვრებას მხატვრობას დაუკავშირებდა; სად შეიქმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატები და მართლაც მოიჭრა თუ არა ყური - წაიკითხეთ 7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დიდი მხატვრის შესახებ.

1. სანამ მხატვარი გახდებოდა, მისი ბევრი საქმიანობა კრახით დასრულდა

16 წლის ასაკში ბიძამისმა ჰააგის ხელოვნების სადილეროში დააწყებინა მუშაობა, სადაც ნახატებს ჰყიდდა. იმავე კომპანიის ლონდონისა და პარიზის ფილიალებშიც მუშაობდა, თუმცა 1876 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ჯერ ინგლისურის მასწავლებლად იწყებს მუშაობას, შემდეგ წიგნის მაღაზიაში ცდის ბედს. 1878 წელს ბელგიაში, კერძოდ ბორინაჟში, წავიდა. გააჩუქა თავისი ნივთები, იატაკზე ეძინა,სულიერ დახმარებას უწევდა გლეხებს, მაღაროელებს - მოძღვარი გახლდათ. გარკვეული მიზეზების გამო წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ ვან გოგი გაათავისუფლეს. ახალი კარიერული გაჩერება და ცხოვრებისეული არჩევანი კი ხელოვნებაა - სფერო, რომელმაც სამუდამუდ უკვდავყო ვან გოგის სახელი... თუმცა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ.

2. მისი, როგორც მხატვრის, კარიერა საკმაოდ ხანმოკლე იყო

ვან გოგის სამხატვრო კარიერა 1880 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თვითნასწავლი მხატვარი ნიდერლანდებში დაბრუნდა და ხელოვნების შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ფინანსურად და ემოციურად ვან გოგს ძალიან დაეხმარა უმცროსი ძმა თეო, რომელთან ერთადაც მხატვარი 1886 წელს პარიზში გაემგზავრა. საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული ორი წელი გარდამტეხი აღმოჩნდა. იქ ვან გოგი გაეცნო იმპრესიონისტი და ნეო-იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედებას, დაიწყო საკუთარი სტილისა და ტექნიკის ჩამოყალიბება-განვითარება. 1888 წელს ვან გოგი საფრანგეთის სამხრეთში გადადის საცხოვრებლად, სადაც მისი შემოქმედება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, 1890 წელს კი გარდაიცვალა. მხატვარმა აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 1990 წელს, ვან გოგის გარდაცვალებდან 100 წლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი „დოქტორ გაჩეტის პორტრეტი“ აუქციონზე რეკორდულ ფასად - 82.5 მლნ დოლარად - გაიყიდა.

3. საეჭვოა, რომ მას მართლაც მოეჭრა ყური

საფრანგეთის სამხრეთში საცხოვრებლად გადასული ვან გოგი იმედოვნებდა, რომ მხატვართა საზოგადოებას ჩამოაყალიბებდა. ამ მიზნით მოიწვია მხატვარი პოლ გოგენი, რომელიც იმ პერიოდში ვან გოგის მსგავსად ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული. რატომღაც, მხატვრებს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაიძაბა.1888 წლის 23 დეკემბერს ისე იკამათეს, რომ გოგენმა ვან გოგის სახლი დატოვა. სამართებლით შეიარაღებული ვან გოგი კოლეგას გაჰყვა, თუმცა მასზე თავდასხმის ნაცვლად შინ დაბრუნდა, მარცხენა ყურის ნაწილი მოიჭრა, გაზეთში გაახვია და მეძავს მისცა. ეს გახლავთ ვან გოგის ყურის მოჭრასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია, თუმცა 2009 წელს გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში ვკითხულობთ, რომ გოგენმა, რომელიც ნიჭიერი მოფარიკავე გახლდათ, კამათის დროს ვან გოგს ყურის ნაწილი მოაჭრა. ვან გოგმა კი იმისათვის, რომ მეგობარი დაეცვა და ციხეში არ გაეშვა, სიმართლის თქმისგან თავის შეკავება გადაწყვიტა. მითი და რეალობა ერთმანეთში აირია და ამიტომაა, რომ დღემდე არაერთი განსხვავებული ვერსია არსებობს ვან გოგის ყურთან დაკავშირებით.

4. საუკეთესო ნახატთა უმრავლესობა ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნის დროს შექმნა

ვან გოგს სიცოცხლის ბოლო წლებში ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. მან ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთი წელი გაატარა. ამ პერიოდში შექმნილი 100-მდე ნახატიდან აღსანიშნავია „ვარსკვლავებიანი ღამე“, „ზამბახები“ და სხვ.

5. არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია

ცნობილ მხატვარს სიყვარულში არ გაუმართლა. 1880-იანიწლებისდასაწყისში, როდესაცმხატვრობასიწყებდადამშობლებთანერთადნიდერლანდებშიცხოვრობდა, თავისიქვრივიბიძაშვილიშეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალმა ვან გოგს უარი უთხრა, მხატვარი დანებებას არ აპირებდა, რაზეც მისი მშობლები, რომლებიც არც ვაჟის კარიერული არჩევანით იყვნენ კმაყოფილნი, ძალიან ბრაზობდნენ. შემდეგი ქალი ვან გოგის ცხოვრებაში ყოფილი მეძავი იყო, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა და მხატვრის მოდელად მუშაობდა. მშობლებმა ვან გოგს არჩევანი დაუწუნეს და შეყვარებულთა ურთიერთობაც მალევე დასრულდა. მხატვარს კიდევ რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა, რომელთაგან ოჯახის შექმნით ვერცერთი ვერ დაგვირგვინდა.

6. არსებობს ვარაუდი, რომ მისი სიკვდილი არ იყო თვითმკვლელობა

გავრცელებული თეორიის მიხედვით, ვან გოგმა 1890 წლის 27 ივლისს პურის ყანაში ხატვისას მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა, შემდეგ სახლში წავიდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა... 2011 წელს ვან გოგის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა, რომლის ავტორებმაც ალტერნატიული თეორია შემოგვთავაზეს: ვან გოგი შემთხვევით დაჭრა ყმაწვილმა, მაგრამ მხატვარმა სიმართლე დამალა, რათა მისთვის და მისი ოჯახისთვის პოტენციური უბედურება თავიდან აერიდებინა. ამ მოსაზრების სანდოობას რამდენიმე ფაქტი უწყობს ხელს: იარაღი, რომლითაც ვან გოგმა „ჭრილობა მიიყენა“ პურის ყანაში სახატავ მასალებთან ერთად არ აღმოჩნდა. ამასთან ერთად, ვან გოგის მდგომარეობაში რთული იქნებოდა ყანიდან თავის სახლამდე მისვლა. თანაც ადამიანი, რომელმაც სროლის ხმა გაიგონა, აღნიშნავდა, რომ ხმა არათუ ყანიდან, არამედ იმ ადგილიდან ნახევარ მილამდე მანძილიდან ისმოდა, სადაც მხატვარი ცხოვრობდა. იქამდე მისვლას კი დაჭრილი ვან გოგი ნამდვილად შეძლებდა.

7. ვან გოგის ნახატების პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა მისმა რძალმა

1891 წლის იანვარში, ვან გოგის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მისი ძმა, თეოც, გარდაიცვალა. ვან გოგის ნახატები და წერილები მის რძალს, ჯო ვან გოგ-ბონგერს, დარჩა მემკვიდრეობით. ქალმა მიზნად დაისახა ვან გოგის ნამუშევრების პოპულარიზაცია და მათი გამოფენებზე გატანა დაიწყო. გარდა ამისა, 1914 წელს გამოაქვეყნა მხატვრის წერილების კრებული, რომელიც მკითხველს მკაფიო წარმოდგენას უქმნიდა ვან გოგის ცხოვრების შესახებ. ჯოს გარდაცვალების შემდეგ მხატვრის მემკვიდრეობა მისი ძმისშვილის ხელში გადავიდა, რომელმაც 1973 წელს ამსტერდამში ვან გოგის სახელობის მუზეუმი დააარსა.

myquiz