განძი, რომელიც 2020 წელს ზღვებსა და მდინარეებში აღმოაჩინეს | Allnews.Ge

განძი, რომელიც 2020 წელს ზღვებსა და მდინარეებში აღმოაჩინეს

წყალი დედამიწის ზედაპირის თითქმის მეოთხედს მოიცავს და ყველას გვსმენია, რომ მის სიღრმეში საგანძური ინახება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარად ზღაპრული ფრაზა რეალობაა.

მოგზაურობის დროს, ოკეანეში, ზღვაზე დასვენებისას, ფსკერამდე ჩასვლა და “განძის“ ძიება ცოტას თუ უფიქრია. ხოლო, ვინც გაბედა და ძებნა დაიწყო, ასეთ საინტერესო რამ აღმოაჩინეს.

ადრიანეს თავი - ღირებულება უცნობია   რომის იმპერატორ ადრიანეს აღმოჩენილი ბრინჯაოს თავი, ლონდონის გულში არსებული ქანდაკების ასლია. მეცნიერების თქმით, თავი დაახლოებით 200 წლის არის. მისი ღირებულება ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცხადია, რომ საკმაოდ ძვირი ეღირება.

ganzi1-1608296070.jpg 1500 წლის ხმალი - ღირებულება უცნობია რვა წლის საგა ვანეზეკი ოჯახთან ერთად შვედეთში, იონკოპინის ოლქში, ვიდოსტერნის ტბაზე ბანაობდა, როდესაც ეს უცნაური ნივთი აღმოაჩინა. თავდაპირველად ბავშვს ხმალი უბრალოდ დიდი მეტალის ჯოხი ეგონა, თუმცა, გარკვეულმა მონაცემებმა ყურადღება მიიპყრო.

"წყალში რაღაც ვიგრძენი და ავწიე. შემდეგ სახელური იყო და მოვკიდე ხელი და მამას ვუთხარი, რომ ხმალს ჰგავდა". - იხსენებს საგა ჟურნალისტებთან. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს “ჯოხი“ 1500 წლის წინ დამზადებული ვიკინგების ხმალი იყო. ოჯახმა აღმოჩენა იონკოპინის საგრაფოს მუზეუმს გადასცა.

ტაილანდური ტყვიის მონეტები - 300 დოლარი ტაილანდის "ინდიანა ჯონსის" მყვინთავები ბანგკოკში მდებარე მდინარეს “ჩაო ფრაიას“ ხშირად ათვალიერებენ. როგორც აღმოჩნდა არც თუ უსაფუძვლოდ. ისინი ხშირად პოულობენ მონეტებს, ძვირფას ლითონებს და სხვა სახის ძვირად ღირებულ ნივთებს. ეს საშიში სამუშაოა, მაგრამ შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან რამდენიმე სპილენძის მონეტის გაყიდვამ შეიძლება 15 -დან 20 დოლარამდე გამოიმუშაოს. ერთ-ერთმა აღმოჩენამ კი მოლოდინს გადააჭარბა. მყვინთავებმა ძველი ტყვიის მონეტები იპოვეს, თითოეულის ფასი კი 300 დოლარით განისაზღვრა.

  “SB Pulaski“ ჯიბის საათები - 15,000 დოლარი 1838 წლის 14 ივნისს ამერიკულმა საზღვაო ხომალმა Steamboat Pulaski-მ კატასტროფა განიცადა და ეკიპაჟი დაიღუპა. წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროსთან მყვინტავებმა არც მეტი, არც ნაკლები Pulaski-ის ეკიპაჟთა ნივთები იპოვეს. მათ შორის, ძვირფასი ჯიბის საათები. თითოეულის ფასი 15,000 დოლარზე მეტია. ganzi4-1608296255.jpg   იაპონური ოქროს მონეტა - 16 500 აშშ დოლარი ძმებმა გარი და ტრევორ ბანკჰედებმა ინგლისის აღმოსავლეთით, მდინარე ვერას ფსკერზე კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსის მაიკლ რამსის (1904-1988) დროინდელი და სხვა რომაული, საქსური და შუასაუკუნეების საგანძურები აღმოაჩინეს. ყველაზე ღირებული იყო 24 კარატიანი ოქროს მონეტა, რომელიც 16 500 აშშ დოლარად შეფასდა.

ganzi-1608296316.jpg   “Hmi“ კერამიკული ჭურჭელი - 119,400 აშშ დოლარი ვიეტნამის სანაპიროსთან ადგილობრივმა მეთევზეებმა სათევზაო ბადეში გახლართული კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ჭურჭელი მე-15, მე -16 საუკუნეებით თარიღდებოდა. აღმოჩენა აუქციონზე 119 400 აშშ დოლარად გაიყიდა. ganzi6-1608296351.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz