როგორია ტრადიციული საქორწინო კაბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში | Allnews.Ge

როგორია ტრადიციული საქორწინო კაბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ქორწილი- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. დღე, სადაც მანდილოსანი თავს დედოფლად გრძნობს საკუთარი რჩეულის გვერდით და მათი ბედი კვეთს ერთმანეთს. დღე, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა დედოფალს საშუალება საკურთხეველზე ასვლისა და მეტად განცდისა ამ მარადიული სიხარულის. თუმცაღა, მხოლოდ სიხარულთან არ ასოცირდება ეს დიდებული დღე, სანერვიულო და საზრუნავი გაცილებით მეტია ქორწილის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, იმატებს ფიქრი იმაზე თუ როგორი კაბა, ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, აქსესუარი, თაიგული თუ დეკორაცია შევარჩიოთ, განსაკუთრებული ყურადღება ხომ მაინც პატარძალს ექცევა.

ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ დაუვიწყარ ცერემონიაზე ძირითადად თეთრი კაბები აცვიათ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების გამო ქალბატონებს რელიგიური შეხედულებების მიხედვით ერჩევათ კაბები. დღევანდელ სტატიაში სწორედ, რომ საქორწილო კაბები მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა ფოტოები ამ გოგონების ქორწილის დღესაა გადაღებული.

1. ბულგარეთი

ტრადიციულ, ბულგარულ საქორწილო სამოსში.   2. თურქეთი

თურქული ტრადიციების მიხედვით, სანამ გოგო დატოვებს მამის სახლს, ძმა ან ბიძა წელზე- კაბის გარშემო აბამს წითელ ლენტს, რაც სიხარულისა და წარმატების საწინდარია. ის ასევე ასახავს გოგონას უმანკოებას.

3. შრი-ლანკა

შრი-ლანკაში პატარძლის სამოსი მოიცავს აღმოსავლეთის და დასავლეთის გაერთიანებულ ტრადიციებს- კაბა უხვად ნაქარგი აბრეშუმის ქსოვილისგანაა, თავსაბურავი კი ევროპული მოდის სტანდარტებით შერჩეული. სამკაულებზე არსებული ქვები კი უნდა იყოს აუცილებლად კენტი, რადგან მათი ტრადიციების თანახმად კენტი რიცხვი ბედნიერების მომტანია.   4. ინდონეზია

ინდონეზიის თითოეულ კუნძულზე საქორწილო კაბის საკუთარი მოდა არსებობს, თუმცა ძირითადად კაშკაშა კაბებია მძიმე ნაქარგებით.   5. პაკისტანი

პაკისტანელი პატარძლის საქორწილო სამოსს წარმოადგენს მუქი- წითელი, იისფერი ან ვარდისფერი კაბა. ნეფესაც და დედოფალსაც კი თავსაბურავად აქვს ყვავილებისგან, ბამბისა და მძივებისგან შექმნილი ე.წ. გირლანდები.

  6. ინდოეთი

ყოველი ინდოელი პატარძალი ირჩევს ტრადიციულ ინდურ საქორწილო სამოსს ლეხენგა-ჩოლის, ძირითადად წითელ ფერს და სოლახ შრინგარის კანონის თანახმად თავიდან-ფეხამდე იმკობიან 16 სამკაულით.

7. ნუბია

ნუბიაში პატარძალი აუცილებლად ატარებს თავზე ჭრელ მანდილს, გამჭვირვალე პირბადესა და თეთრ თავსაბურავს.   8. ერითრია

ტრადიციულ სამოსს ერიტრეაში ქორწილის დროს წარმოადგენს ხავერდის მუქი მეწამულისფერი გვირგვინი და კაბა ოქროსფერი ნაქარგებით. ნეფე-დედოფალი შეხამებულად იკერავს ამ სამოსს.

9. ტუვას რესპუბლიკა- რუსეთი

ტუვას ეროვნული საქორწილო სამოსი ამ ხალხის ტრადიციების მატარებელია. არ ზღუდავს მოძრაობას თვით ცხენზე ჯირითის შემთხვევაშიც და დამზადებულია მსუბუქი, ფერადი, უხვად მორთული ქსოივილისგან.

10. ტიბეტი

ტიბეტში ქორწილამდე ერთი დღით ადრე პატარძლისთვის კაბა და სპეციალური დეკორაციები საქმროს მიაქვს. აქსესუარში შედის თავსაბურავი ვერცხლის მონეტით ან განსაზღვრული სიდიდის მეტალის ბუდას ქანდაკებით.

11. პალესტინა

პალესტინის საქორწილო ტრადიციული სამოსია თეთრი კაბა, თუმცა დედოფალს კიდევ უნდა ჰქონდეს მეორე კაბა, რომელსაც სპეციალურად ქორწილისთვის საკუთარი დედა ხელით უკერავს.   12. პერუ

პერუს დედაქალაქ ლიმაში საქორწილო ტრადიციული კაბა შავი-წითელში ფერისაა.   13. იორდანია

დასავლურმა მოდამ როგორც ჩანს იორდანიაშიც გაჟონა და ტრადიცულ საქორწილო სამოსს თეთრი კაბები წარმოადგენს, საიუველირო მორთულობებს კი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. თავსაბურავი ხშირად მწვანე ფერისაა, რაც მათი თქმით ჰარმონიასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.   14. მალი

მალში პატარძლის სამოსს პიჯაკს ეძახიან და ირჩევა სასიძოს სამოსის შესაბამის ფერებში. ძირითადად ვხვდებით თეთრს, თუმცა ზოგჯერ იასამნის ან ლავანდის ფერებში.   15. კორეა

უკვე მრავალი წელია კორეულ საპატარძლო მორთულობას ეწოდება ჰანბოკი, რომელიც შედგება ზედატანისა და ბამბის ან აბრეშუმის გრძელი ქვედატანისაგან.   16. იაპონია

იაპონური საქორწილო კაბა- კიმონო არის თეთრი ფერის, ასევე მისი განუყოფელი ელემენტია აბრეშუმის თავსაბურავი ცუნოკაკუში, რომელიც ქმრის მორჩილების სიმბოლოს წარმოადგენს.   17. ნიგერია

ნიგერიელი პატარძლის სამოსი გამორჩეულია ნათელი, მაქმანიანი მორთულობითა და ნაქარგებით, რომელიც ძირითადად ინდური ქსოვილისგან იკერება. მარჯნისფერი მძივები და ქუდი კი ასრულებს მის მორთულობას.   18. ჩეჩნეთი

ჩეჩენი პატარძლის თეთრ კაბას გულსა და წელს უფარავენ სპეციალურად გულსაბნევითა და ქამრებით, რაც ხაზს არ გაუსვამს მის სილუეტს. თავზე კი აუცილებლად თეთრი მანდილი უნდა ეხუროთ.   19. ერაყი

ერაყში ტრადიციული ქორწილი საპატარძლო კაბებში რეკორდს ხსნის, რადგან ქორწილის მსვლელობის პერიოდში პატარძალი შვიდჯერ იცვლის მას და შვიდივე სხვადასხვა- ცისარტყელის ფერებშია.   20. იტალია

იტალიელი პატარძლების განსაზღვრულ ნაწილს სჯერა, რომ მწვანე წარმატებისა და გამრავლების მომტანი ფერია, ამიტომ იქ აუცილებლად შეხვდებით დედოფალს მწვანე კაბით, თუმცა უმეტესი მათგანი მაინც თეთრ კაბას ანიჭებს უპირატესობას.   და ბოლოს, ეს კი ჩვენი, ქართული ტრადიციული ქორწილი.

myquiz