10 ყველაზე საინტერესო მუზეუმი მსოფლიოში | Allnews.Ge

10 ყველაზე საინტერესო მუზეუმი მსოფლიოში

მსოფლიოში უამრავი კარგი და საინტერესო მუზეუმია, თუმცა ამჯერად "ფრეშერის" რეიტინგს გთავაზობთ, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებმა შეადგინეს.

ლათინოამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ბუენოს-აირესი, არგენტინა

მუზეუმის ექსპოზიცია ძირითადად XX საუკუნის ლათინურ ამერიკულ ხელოვნებასა და უძველს არტეფაქტებს ეთმობა. ყველა ექსპონატის მფლობელია არგენტინელი ფილანტროპი ედუარდო კონსტანტინი.

ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი, სიანი, ჩინეთი

ტერაკოტის არმია ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ შიხუანდის საფლავთან ახლოს მდებარეობს. ამ უნიკალურ ფიგურებს შორის ორ ერთნაირ მებრძოლს ვერ შეხვდებით: ყველა ერთმანეთისგან გამოირჩევა წოდებით, იარაღითა და სახის გამომეტყველებით.

პრადოს ნაციონალური მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი 

ხელოვნების შთამბეჭდავ ნიმუშებთან ერთად (ფლამანდიური, ინგლისური, გერმანული თუ ფრანგული სკოლების ცნობილ წარმომადგენელთა ნამუშევრები), მუზეუმში, რასაკვირველია, ინახება ესპანელი ფერმწერების ტილოები. ველასკესის, გოიასა და ელ გრეკოს თაყვანისმცემლებისთვის იქ ნამდვილი სამოთხეა.

ხელოვნების აკადემია, ფლორენცია, იტალია 

ევროპის პირველი ფერწერული აკადემიის კედლებში მსოფლიო შედევრების ხილვა შეიძლება, მაგალითად, მიქელანჯელოს "დავითის".

ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ 

კომპლექსი შედგება ქანდაკებებისა და ორი შენობისგან, რომლებიც მიწისქვეშა გასასვლელით უკავშირდება ერთმანეთს. კოლექციაში სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრებია. საკმაოდ ბევრია ერმიტაჟის შედევრი - ამერიკელი კოლექციონერების მიერ საბჭოთა ხელისუფლებისგან ნაყიდი.

მეტროპოლიტენ-მუზეუმი, ნიუ-იორკი, აშშ 

აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოემართება და დიდხანს ვერ გამოდის მუზეუმიდან - ექსპონატების ხილვას რამდენიმე საათი სჭირდება.

ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მეხიკო, მექსიკა

მეზოამერიკის ძირეულ ხალხთა კულტურა იდუმალი და ამოუცნობია. მუზეუმი შეიცავს კოლუმბამდელი პერიოდის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის უნიკალურ კოლექციას, რომლებიც ნაპოვნია მექსიკის ტერიტორიაზე.

ვასას მუზეუმი, სტოკჰოლმი, შვედეთი 

სკანდინავიის ყველაზე პოპულარული მუზეუმი XVII საუკუნეში აგებული ხომალდის "ვასას" გარშემოა აგებული. ეს ყველაზე ძველი ხომალდია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი

აქ მართლაც გასაოცარი რაოდენობის ექსპონატია, რომელიც მნახველზე უდიდეს გავლენას ახდენს.

ლუვრი, პარიზი, საფრანგეთი 

რასაკვირველია, ასეთი სია "ლუვრის" გარეშე წარმოუდგენელია. "ჯოკონდას" ღიმილთან ერთად მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სამხატვრო მუზეუმში უამრავი შედევრის ნახვა შეიძლება. თუმცა, ჯოკონდასთან შეხვედრამდე ყველა მოგზაური მუზეუმის მთავარ შესასვლელთან, ცნობილ შუშის პირამიდასთან იღებს ფოტოს.

myquiz