"ულვაშიანი მონა ლიზა" სოტბის აუქციონზე ასობით ათას დოლარად გაიყიდა | Allnews.Ge

"ულვაშიანი მონა ლიზა" სოტბის აუქციონზე ასობით ათას დოლარად გაიყიდა

ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" ფრანგი მხატვრის მარსელ დიუშანის მიერ შესრულებული რეპროდუქცია, რომელსაც დიუშანმა წვერი და ულვაშები მიუხატა, პარიზში გამართულ აუქციონზე 743 ათას დოლარად გაიყიდა.

ამის შესახებ Sotheby's სააუქციონო სახლის საიტზეა ნათქვამი.

"ულვაშებიანი მონა ლიზას" თავდაპირველად 470-700 ათას დოლარად ფასდებოდა. დიუშანმა, რომლის ნამუშევრებმაც კონცეპტუალური ხელოვნების შექმნაზე მოახდინეს გავლენა, "მონა ლიზას" წვერ-ულვაშიანი ვერსია 1964 წელს შექმნა.

myquiz