გაიცანით 23 წლის ქეთი შეყელაშვილი, რომელიც "მის მსოფლიო 2017"-ზე საქართველოს წარადგენს | Allnews.Ge

გაიცანით 23 წლის ქეთი შეყელაშვილი, რომელიც "მის მსოფლიო 2017"-ზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის გოგონა 1,76 სანტიმეტრი სიმაღლისაა, არის პროფესიონალი მოცეკვავე.

გოგონა ხელოვნებისა და კულტურული მეცნიერებების ბაკალავრია, ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ამჟამად ის "ერისიონის" მოცეკვავეა. როგორც ქეთი იხსენებს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა 15 მოცეკვავეს შორის აარჩიეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე ეცეკვა. იტაცებს კულინარია და უკრავს პიანინოზე, ამასთან კარგად ხატავს.

"MISS WORLD 2017"-ის ფინალური შოუ 18 ნოემბერს გაიმართება ჩინეთში.

myquiz