რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია" | Allnews.Ge

რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია"

ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა. თუმცა იშვიათად შეხვდებით ისეთი დონის, ისეთ ლამაზ და ისეთ ხალხმრავალ ფესტივალს, როგორიც "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" აღმოჩნდა.

15 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე ღვინის ონლაინმაღაზიის allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით მოწყობილ ღონიძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენდნენ. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. შარდენის ქუჩის მიახლოებისთანავე გამვლელების ყურადღებას სასიამოვნო ქართული მუსიკა იქცევდა და ფესტივალისკენ ეპატიჟებოდა. ქუჩის დასაწყისშივე დეგუსტაცია იწყებოდა. ხილითა და ყვავილებით მორთული ულამაზესი ქუჩის ორივე მხარეს ღვინის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ ღვინის არომატებით, არამედ ლამაზი დახლებითაც ეჯიბრებოდნენ. თითოეულ კომპანიასთან გრძელი რიგია, დეგუსტაციის მსურველები მრავლად იყვნენ. ღვინის დაგემოვნების შემდეგ იქვე მდებარე გამცემ პუნქტებში ღვინის ყიდვაც შესაძლებელი იყო.

საშემოდგომო ხილით საოცრად მორთული ქუჩის დასაწყისშივე ულამაზესი მიმები იქცევდნენ ყურადღებას. სტუმრები მათთან სამსახსოვრო სურათებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციისკენ გზას აგრძელებდნენ. ღვინის კიდევ რამდენიმე დახლი და "ბიბლუსის" სტენდიც გამოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც ღვინოსა და მის ისტორიას, ასევე საქართველოს ისტორას შეეხება. აქვეა, ფესტივალის ორგანიზატორის allwine.ge-ს გაზეთი, სადაც ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე სცენაა. სცენაზე ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ცვლიდნენ. მათ შორის იყვნენ "ჰერიოს კვარტეტი" და "სამება". სცენაზე დანთებული საოცარი მუხტი სტუმრებზეც გადმოვიდა და მუსიკალურმა ნომრებმაც ხალხში გადაინაცვლა. სცენის წინ სტუმრები ქართული მუსიკის ჰანგებზე აცეკვდნენ. ლაზური, აჭარული, სვანური ერთმანეთს ენაცვლებოდა და არ ჩერდებოდა ხალხიც.

სცენიდან ოდნავ მოშორებით სპეციალური დახლი იყო, სადაც ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა კიდევ ერთი ახალი პოექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში.

ღვინო ყველის, თაფლის, პურის გარეშე წრამოუდგენელია. ჰოდა, არც ფესტივალზე იყო ღვინო განუყრელი ატრიბუტების გარეშე. ბრმა დეგუსტაციის დახლის მოპირდაპირედ ქართული პურისა და ყველის, ოდნავ მოშორებით კი თაფლის დეგუტაცია და გაყიდვა ხდებოდა.

ფესტივალი სამახსოვრო საჩუქრების გარეშე არაფერია. სწორედ ამიტომ ორგანიზატორებს არც ეს საკითხი გამორჩათ უყურადღებოდ და იქვე იყო ქართული ხელნაკეთი ნივთების რამდენიმე დახლი, სადაც საჩუქრად თუ საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული ნივთის შეძენას შეძლებდით.

გამომცემლობა"პალიტრა L" კვლავ ღვინის შესახებ გამოცემული წიგნებით იქცევდა სტუმრების ყურადღებას. ქართულ და უცხურ ენებზე გამოცემული წიგნებით სტუმრები განსაკუთრებით ინტესდებოდნენ.

ქუჩის ბოლოში კი სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღება იყო შესაძლებელი. ფესტივალის სტუმრები დეგუსტაციის შემდეგ თამამად იღებდნენ ფოტოებს photo bus-ში და მხიარულად პოზიორობდნენ გიფერის აპარატის კამერასთან.

"ქართული ღვინის ფესიტივალის" ორგანიზატორებს არც პატარა სტუმრები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. დღის განმავლობაში პეროდულად გამოჩნდებოდნენ ხოლმე მულტფილმის გმირები, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ.

ღონისძიება იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ მის გასახსნელად მისულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფესტივალის და

ზოგადად, ოქტომბერში ღვინის კვირეულის გახანგრძლივებაზეც ისაუბრა.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ასეთ ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. მეოთხე წელია ტარდება ოქტომბრის დასაწყისიდან პირველი დღეების განმავლობაში. სიმბოლურიც არის, რომ ოქტომბერს საქართველოში ღვინობისთვე ჰქვია. ვფიქრობ, Wine Fast-ი ღვინის კვირეული უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში გადაიზარდოს და მთელი ღვინობისთვე გაგრძელდეს საქართველოში. ეს ღონისძიებები, ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე ღვინის კულტურის ამაღლებას, მეორე მხრივ თბილისის ვიზიტორებში პოპულარიზაციას გაზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც პარალელურად არსებობს - "10 ღვინო, რომელიც უნდა დავლიოთ". იმისთვის, რომ ღვინისმცოდნეობა და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს ქვეყანაში, ღვინის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ღვინო არის კულტურა და არა მხოლოდ დასალევი. ბევრი ასეთი ღონისძიება უნდა არსებობდეს ქართული ღვინის ცნობადობის შესაქმნელად და ყველა ამ ინიციატივას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

ფესტივალით კმაყოფილები იყვნენ როგორც თავად ორგანიზატორები, ისე მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებიც. allwine.ge-ს დირექტორს ლაშა შარიქაძის თქმით, ღონისძიებამ შეიძლება ყოველწლიური სახე მიიღოს.

"ძალიან პოზიტიურია მოსული სტუმრების გამოხმაურება. დილიდან უამრავი ადამიანი მოვიდა, რომლებიც აგემოვნებენ ღვინოს და დროს მხიარულად ატარებენ. გართობის უამრავი საშუალებაა და შესაბამისად, ყველა სტუმარი კმაყოფილია. წელს "ქართული ღვინის ფესტივალი" პირველად ტარდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის ყოველწლიური გახდეს," – აღნიშნა ლაშა შარიქაძემ.

"ქართული ღვინის ფესტივალი 2017-ის" გენერალური სპონსორია "ხალიკ ბანკი საქართველო". ღონისძიების პარტნიორები არიან: "საქართველოს სომელიეთა ასოციაცია", ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia".

myquiz