გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი | Allnews.Ge

გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ Ambebi.ge-ს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა განუცხადა. თუმცა მისი თქმით, კონკრეტული თარიღი თუ როდის გაიხსნება ვარსკვლავი, ამ ეტაპზე დასაზუსტებელია.

"ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ვმუშაობდით მისი ვარსკვლავის გახსნაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია მოხდა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანს სიცოცხლეში სჭირდება დაფასება და ამიტომაც ხდება, რომ ვარსკვლავებს ვუხსნით ხოლმე ცოცხალ ვარსკვლავებს. გავიარე კონსულტაციები და გადაწყდა, ლიკას ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება და ზუსტად ისე მოხდება ყველაფერი, როგორც ეს ლიკასთან ერთად დავგეგმე. მას "მარიტადან" კოლაჟის გაკეთება უნდოდა, რაღაც გულნატკენი იყო... ყველაფერი მისი სურვილების გათვალისწინებით მოხდება. სამწუხაროდ, ვარსკვლავი ლიკას გარეშე გაიხსნება"- განაცხადა ჩვენთან საუბარში დავით ოქიტაშვილმა.

11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო. მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

myquiz