ბოლო ინტერვიუ ლიკა ქავჟარაძესთან - როგორ გამოიყურებოდა იგი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე? | Allnews.Ge

ბოლო ინტერვიუ ლიკა ქავჟარაძესთან - როგორ გამოიყურებოდა იგი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

გთავაზობთ მსახიობის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მასთან 18 სექტემბერს ჩაწერა:

"ზოგი მომაბეზრებლად გაკვირდება - რა გაცვია, როგორ გამოიყურები... ადამიანი ვარ, ხან ცუდად გამოვიყურები, ხან - კარგად. სულ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარივით ხომ არ იქნები!.. პურის საყიდლად მაკიაჟის გარეშე რომ ჩახვიდე, რა მოხდა! არ შემიძლია სულ დავარცხნილი თმითა და მაკიაჟით სიარული. არც მიხდება გადაპრანჭულობა..."

"მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის"

უმრავლესობა მას ქართული სილამაზის ეტალონად მიიჩნევს. დრო გადის, კადრები კი რჩება, კადრები, რომლებმაც მისი მომხიბვლელობა შემოგვინახა... ლიკა ქავჟარაძე უკვე ბებიაა - ყველაზე ლამაზი ბებია. არ უყვარს ყურადღების მიქცევა, არც - ინტერვიუები მყვირალა სათაურებით. ამბობს, დიდი ხანია, პრესასთან არ მისაუბრიაო. ნავსი "კვირის პალიტრასთან" გატეხა.

- ცხრა წელი გავიდა, რაც ალექსანდრეს ბებია გავხდი. ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან მენატრებიან. სკაიპით ველაპარაკები ხოლმე.

- შვილიშვილს თქვენ გამსგავსებენ...

- კი, თვალებით... ბებია ვარ, რა არის ამაში გასაკვირი?! ალექსანდრე ძალიან ცნობისმოყვარე ბიჭია. ბევრ კითხვას სვამს და პასუხს ღრუბელივით იწოვს. ძალიან ბავშვურია - ცელქობს, დარბის... ამერიკაში ბაბუა ჰყავს - ჩემი ყოფილი მეუღლე ფიზიკოსია. ის წიგნებს უკითხავს, კოსმოსზე ესაუბრება, ჩემთან კი ხელოვნებაზე უყვარს საუბარი. კარგადაც ხატავს. ჩემს რჩევებს ჭკვიანური გამომეტყველებით ისმენს...

- ბებიას გეძახით?

- მე მინდა, რომ ბებიკო დამიძახოს... ჩემი შვილიც ლიკას მეძახის, არადა, მირჩევნია, დედიკო, დედა დამიძახოს. ასე უფრო სიახლოვეს განვიცდით, მაგრამ ახლა სახელით მიმართვაა მოდაში - ვითომ მეგობარი ხარ. მეგობრებიც ვართ, მაგრამ... მე დედაჩემს დედას ვეძახდი.

- გოგონა ნუშის რტოთი, გოგონა "ნატვრის ხიდან", ქალბატონი შოთიკო კალანდაძის ფილმიდან და ახლა უკვე ბებია - ეს თქვენი ცხოვრების ეტაპებია...

- ყველა ეტაპს თავისი ხიბლი აქვს. ცხოვრებაში ყველა პერიოდი საინტერესო და თავისებურად გამორჩეულია. მხოლოდ ხატვა ან ფილმში გადაღება ხომ არ არის მნიშვნელოვანი - სხვა რამეებიც არსებობს, რითიც შეიძლება შეივსო ცხოვრება.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში - ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია.

- მანქანით დადიხართ?

- ავტომანქანა არ მყავს.

იხილეთ გაგრძელება

myquiz