ლეიდი გაგა ფიბრომიალგიით არის დაავადებული. რა არის ეს? | Allnews.Ge

ლეიდი გაგა ფიბრომიალგიით არის დაავადებული. რა არის ეს?

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ განაცხადა, რომ მას ქრონიკული ფიბრომიალგია აწუხებს. ანუ ის მთელ სხეულში ქრონიკულ, როგორც წესი, სიმეტრიულ ტკივილს გრძნობს. დაავადება ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია.

მომღერალმა ავადმყოფობის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა და ასევე აღნიშნა, რომ ამ ტკივილთან გამკლავების შესახებ თავის უკანასკნელ დოკუმენტურ ფილმში ყვება.

"მსურს ამ დაავადებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებასა და იმ ადამიანების გაერთიანებაში შევიტანო საკუთარი წვლილი, ვისაც ეს აწუხებს. ჩვენ ყველას შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ისტორიები და გამოცდილება რა გვიმსუბუქებს და რა გვიუარესებს ტკივილს", - დაწერა ლედი გაგამ.

ქრონიკულ ტკივილთან ერთად ცხოვრების შესახებ მომღერალმა ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, თუმცა, მხოლოდ ახლა განმარტა ამ ტკივილის მიზეზი.

ლედი გაგას დოკუმენტური ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გამოვიდა, მალე მისი ეკრანიზაცია სხვა ქვეყნებშიც გაიმართება.

ვეცდებით უფრო კონკრეტულად ავხსნათ რას გულისხმობს ფიბრომიალგია. ამ დაავადებას მრავალი სიმპტომი აქვს, მათ შორის ერთი კი უძილობაა. ფიბრომიალგიით დაავადებულ ადამიანებს აწუხებთ დაღლილობის მუდმივი განცდა, მეხსიერების დაკარგვა და ყურადღების კონცენტრაციის დასუსტება.

ეს დაავადება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4 პროცენტს აქვს. დაავადების მატარებელთა შორის კი 7-ჯერ მეტი ქალია ვიდრე მამაკაცი.

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები მეცნიერებისთის ჯერ ცნობილი არ არის. შედეგად კი მედიკოსებმა არ იციან როგორ უმკურნალონ მას, ამიტომ მთელს ძალისხმევას სიმპტომების წინააღმდეგ მიმართავენ და უძილობას დეპრესიასა და ტკივილის გამუდმებულ გრძნობას ებრძვიან.

არსებობს ვარაუდი, რომ დაავადება ფიზიკური ან ემოციური სტრესის შემდეგ იჩენს თავს.

myquiz