"ფორბსის" ახალი რეიტინგი: რამდენს გამოიმუშავებენ ჰოლივუდის მსახიობები | Allnews.Ge

"ფორბსის" ახალი რეიტინგი: რამდენს გამოიმუშავებენ ჰოლივუდის მსახიობები

"ფორბსმა" ჰოლივუდის ვარსკვლავების ანაზღაურების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის პირველ ნომრად "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი მარკ უოლბერგი დასახელდა. მან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კინოვარსკვლავების ანაზღაურებას შორის, გენდერულ უფსკრულს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. რეიტინგის პირველ ათეულში შესული მსახიობი მამაკაცები, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ, პირველ ათეულში შესულმა ქალმა მსახიობებმა კი, სამჯერ ნაკლები ანაზღაურება მიიღეს.

ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ემა სთოუნი დასახელდა. მან ერთი წლის განმავლობაში, 26 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და საერთო სიის მხოლოდ მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა. ემა სტოუნის ანაზღაურებას 3 მილიონი დოლარით გადააჭარბა მისმა პარტნიორმა ფილმში "ლალა ლენდი", რაიან გოსლინგმა.

ემა სტოუნმა აღნიშნა, რომ მსახიობი მამაკაცები, რომლებთან ერთადაც ის ფილმებში მონაწილეობს, ხშირ შემთხვევაში გაცილებით დაბალ ჰონორარზე თანხმდებიან, რათა მის ანაზღაურებას არ გადააჭარბონ.

ანაზღაურების თვალსაზრისით, გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ გამოვიდნენ ნატალი პორტმანი და ჯენიფერ ლოურენსიც.

მსახიობი მამაკაცების რეიტინგი

1. მარკ უოლბერგი - 68 მლნ. დოლარი

2. დუეინ ჯონსონი - 65 მლნ. დოლარი

3. ვინ დიზელი - 54,5 მლნ. დოლარი

4. ადამ სენდლერი - 50,5 მლნ. დოლარი

5. ჯეკი ჩანი - 49 მლნ. დოლარი

6. რობერტ დაუნი უმცროსი - 48 მლნ. დოლარი

7. ტომ კრუზი - 43 მლნ. დოლარი

8. შაჰ რუხ ხანი - 38 მლნ. დოლარი

9. სალმან ხანი - 37 მლნ. დოლარი

10. აკშაი კუმარი - 35,5 მლნ. დოლარი

მსახიობი ქალების რეიტინგი

1. ემა სთოუნი - 25 მლნ. დოლარი

2. ჯენიფერ ენისტონი - 25,5 მლნ. დოლარი

3. ჯენიფერ ლოურენსი - 24 მლნ. დოლარი

4. მელისა მაკკარტი - 18 მლნ. დოლარი

5. მილა კუნისი - 15,5 მლნ. დოლარი

6. ემა უოტსონი - 14 მლნ. დოლარი

7. შარლიზ ტერონი - 14 მლნ. დოლარი

8. კეიტ ბლანშეტი - 12 მლნ. დოლარი

9. ჯულია რობერტსი - 12 მლნ. დოლარი

10. ემი ადამსი - 10,5 მლნ. დოლარი

myquiz