Game of Thrones-ის ახალი სერია პრემიერამდე 4 დღით ადრე გავრცელდა | Allnews.Ge

Game of Thrones-ის ახალი სერია პრემიერამდე 4 დღით ადრე გავრცელდა

Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის მეექვსე სერია პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა. იგი თავდაპირველად HBO Spain-მა შემთხვევით გაავრცელა, რის შემდეგაც მისი ნახვა სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე გახდა შესაძლებელი.

ჯერ არ გასული სერია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი HBO Spain-ის ხელმომწერებისთვის, შემდეგ კი იგი აიღეს, თუმცა, მისი გავრცელება მაინც მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც HBO-ის სერიალი წინასწარ ვრცელდება. გასულ წელს, მეექვსე სეზონის ერთ-ერთი სერია 24 საათით ადრე გავრცელდა, მანამ ვიდრე იგი HBO Nordic-ზე გავიდოდა.

myquiz