BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ გაიმართება | Allnews.Ge

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ გაიმართება

ბათუმის საავტორო ფილმების XII საერთაშორისო კინოფესტივალი 2017 წლის 17-24 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2017 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2017 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება მაქსიმუმ 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.

კინოფესტივალის გაიხსნება 17 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში. გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორი - გია ყანჩელი, რომელსაც გადაეცემა BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.

კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

კინოთეატრი «აპოლო»

სასტუმრო „უინდჰემის“ კონფერენს დარბაზი

«კინოჩვენებები ღია ცისქვეშ» ერას მოედანზე

კინოფესტივალის პროგრამა - პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან - საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი), რეტროსპექტივები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

2017 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან

კინოფესტივალის პრიზები - გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:

- მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო

მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. BIAFF მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მახმალბაფი

- დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი

- მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი

- კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის

მასტერკლასები - კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის

კინოფესტივალზე დასწრება - კინოსეანსებზე დასწრება უფასოა! კინოთეატრ "აპოლო"-ში კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ “უფასო ბილეთების” (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ "აპოლოში" მხოლოდ

160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ ე.წ. "უფასო ბილეთები” ადგილის რეზერვაციის მიზნით.

მედია აკრედიტაცია - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა, რომელიც განთავსებულია ფესტივალის საიტზე - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფესტივალის ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

კინოფესტივალის სპონსორები - ქ. ბათუმის მერია, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, „ბრიტანეთის საბჭო“, „გოეთეს ინსტიტუტი“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, აჭარის ტელევიზია, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტოი ინფორმაცია - info@biaff.org, აკრედიტაციისთვის - press@biaff.org; ტელ: 599-482181

myquiz