"გვირგვინი" ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სატელევიზიო შოუა | Allnews.Ge

"გვირგვინი" ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სატელევიზიო შოუა

Netflix-ისა და HBO-ს წყალობით სატელევიზიო შოუების გადაღება სულ უფრო ძვირი ჯდება. Allnews.ge-მ Time-ზე დაყრდნობით ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სატელევიზო შოების ჩამონათვალი მოგიმზადათ.

ძვირადღირებულ შოუებს შორის ყველაზე ნაკლები სერიალ "მერვე გრძნობის" გადაღებაზე დაიხარჯა. Netflix-ის ტელეშოუ ვაჩოვსკების მიერ არის დაწერილი და 8 ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანზე გვიყვება, რომლებიც მოულოდნელად ერთმანეთს ემოციურ დონეზე უკავშირდებიან. ტელეშოუს ერთი ეპიზოდის ღირებულება 9 მილიონი დოლარია.

"რომისა" და "სამეფო კარის თამაშების" ერთი ეპიზოდი 10 მილიონი დოლარი ჯდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სატელევიზიო შოუ "მეგობრებიც" 10 მილიონი დოლარი ღირდა. კიდევ ერთი ძვირადღირებული სატელევიზიო შოუ ER-ია, რომელშიც მონაწილეობას ჯორჯ კლუნი, ენტონი ედვარდსი და შერი სტრინფილდი იღებენ. სერიალის ერთი ეპიზოდი 13 მილიონი დოლარი ჯდება.

Netflix-ის მიერ გადაღებული სერიალის The Get Down პირველი სეზონის ღირებულება 120 მილიონი დოლარია. თუმცა, მის ღირებულებას სატელევიზიო შოუ "გვირგვინის" ღირებულებამ გადააჭარბა, რომლის პირველი სეზონი 130 მილიონი დოლარი დაჯდა, რამაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სატელევიზიო შოუს სტატუსი მიანიჭა.

myquiz