სერიალში Doctor Who მთავარ როლს ქალი შეასრულებს | Allnews.Ge

სერიალში Doctor Who მთავარ როლს ქალი შეასრულებს

საკულტო სერიალში Doctor Who მთავარ როლს ქალი შეასრულებს. ახალი "ექიმი ვინ" ამჯერად ბრიტანელი მსახიობი ჯოდი უიტაკერი იქნება.

პიტერ კაპალდი, რომელიც ამ როლს 2013 წლის შემდეგ ასრულებს, უკანასკნელად სპეციალურ საშობაო სერიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც მის ქალად გარდაქმნის პროცესსაც ვიხილავთ.

"აღფროვანების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. მზად ვარ ამ ეპოქალურ მოგზაურობაში სერიალის ყველა გულშემატკივართან ერთად გავემგზავრო. სრულიად გაოგნებული ვარ. მე როგორც ფემინისტი, როგორც ქალი, როგორც მსახიობი და ბოლოს და ბოლოს როგორც ადამიანი, რომელსაც მუდამ რაღაცის მიღწევის სურვილი აქვს, იღებს გამოწვევებს და არ სურს იმ ჩარჩოებში დარჩენა, რომელსაც უწესებენ"- განაცხადა 35 წლის უიტაკერმა.

პროდიუსერის კრის ჩიბნოლის თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა რომ მეცამეტე ექიმი, ქალი უნდა ყოფილიყო და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამ როლზე მთავარი კანდიდატის ხელში ჩაგდება შეძლეს.

სერიალის ერთგული მაყურებლები ცვლილების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ. გულშემატკივართა ნაწილი ამბობს, რომ ახლა გაორმაგებული ინტერესით ნახავს სერიალს, მეორე ნაწილმა კი ახალი შემადგენლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ექიმის როლს აუცილებლად კაცი უნდა ასრულებდეს.

myquiz