10 საკულტო ფილმი, რომლებსაც კანის კინოფესტივალზე სტვენით შეხვდნენ | Allnews.Ge

10 საკულტო ფილმი, რომლებსაც კანის კინოფესტივალზე სტვენით შეხვდნენ

კანის კინოფესტივალის აუდიტორია ემოციების გამოხატვას არ ერიდება: თუ მათ ფილმი მოსწონთ, ის მინიმუმ 15-წუთიან აპლოდისმენტებს იმსახურებს, თუ არა - ფილმს შესაძლოა დიდხანს უსტვინონ. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ სტვენით ხანდახან წარმატებულ და უდაოდ კარგ ფილმებსაც ხვდებიან.

წარმოგიდგენთ ასეთი ფილმების ტოპ-ათეულს.

"ტაქსისტი" (1976)

ძნელად წარმოსადგენია, რომ მარტინ სკორსეზეს ამ შედევრს კრიტიკოსები სტვენით შეხვდნენ. მათ ფილმი ზედმეტად სასტიკი მოეჩვენათ. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ფილმმა ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიგო.

"გულით ველურნი" (1990)

დევიდ ლინჩისთვის მისი ნამუშვრების კრიტიკა უცხო ნამდვილად არაა. მისმა შედევრმა "გულით ველურნი" "ოქროს პალმის რტო" მიიღო, მანამდე კი სტვენა დაიმსახურა ადამიანებისგან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ რეჟისორმა ძალიან შეტოპა.

"მარია-ანტუანეტა" (2006)

სოფია კოპოლას ფილმს მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს, მაგრამ ფრანგი დედოფლის ისტორიამ სტვენა პრესისათვის გამართულ პირველივე ჩვენებაზე დაიმსახურა.

"ცხოვრების ხე" (2011)

ამ სიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტერენს მალიკი და მისი "ცხოვრების ხე". მაყურებელთა უმეტესობას ფილმი მოეწონა, თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად იყნენ.

"თავგადასავალი" (1960)

დღეს მიქელანჯელო ანტონიონის "თავგადასავალი" შედევრადაა აღიარებული, მაგრამ პირველ ჩვენებაზე ფილმმა ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ რეჟისორს დარბაზის დატოვება მოუწია. საბოლოოდ ნამუშევარმა ჟიურის პრიზი მოიგო.

"ანტიქრისტე" (2009)

ლარს ფონ ტრიერმა დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ფილმი აჟიოტაჟს გამოიწვევდა, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ სტვენას ისიც კი არ ელოდა. დანიელი რეჟისორის ეს ნამუშევარი დღემდე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თუმცა იმ ღამით კანებში კრიტიკოსები გამარჯვებულები აღმოჩნდნენ.

"მაკულატურა" (1994)

პირველი ჩვენების დროს ფილმს სტვენა არ დაუმსახურებია. ეს მოგვიანებით მოხდა, როდესაც ტარანტინოს ნამუშევარმა კშიშტოფ კისლევსკის ფილმს "სამი ფერი: წითელი" აჯობა და "ოქროს პალმის რტო" მიიღო.

"თვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო" (1992)

ისევ დევიდ ლინჩი. სერიალ "თვინ პიქსის" ფილმი-პრიქველი შეიძლება რეჟისორის უცნაურ ავანტიურად ჩაითვალოს, მაგრამ სწორი განწყობის შემთხვევაში მის გენიალურობაში ეჭვი არავის ეპარება.

"ავტოკატასტროფა" (1996)

ეს არის ფილმი ადამიანებზე, რომლებიც სექსუალურ კმაყოფილებას ავტომობილების მსხვრევისგან იღებენ. დევიდ კრონენბერგის შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილს ნამუშევარს, კანებში სტვენა "აშკარა უზნეობის" გამო ერგო.

"უსახელო ნაბიჭვრები" (2009)

რამდენად დიდი იყო აღშფოთება კვენტინ ტარანტინოს ამ ფილმის პირველი ჩვენების დროს, უცნობია. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკოსები "უსახელო ნაბიჭვრებს" ძალიან გულგრილად შეხვდნენ. საბოლოოდ კი ეს ფილმი ჰიტად იქცა და ტარანტინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

 

 

myquiz