ელტონ ჯონი საქართველოში დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ორ კონცერტს გამართავს | Allnews.Ge

ელტონ ჯონი საქართველოში დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო ორ კონცერტს გამართავს

17 სექტემბერს ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება

კერძოდ, SOLO და Eastern Promotions, 16 და 17 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტებს მართავს.

როგორც "საქართველოს ბანკი" იტყობინება, ელტონ ჯონის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, SOLO და კომპანია Eastern Promotions ქართველ მელომანებს კიდევ ერთ შანსს აძლევს ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის კონცერტს 17 სექტემბერსაც დაესწრონ.

"17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

myquiz