რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია | Allnews.Ge

რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები დააანონსა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award ოთხ ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu ფილმისთვის "სხვისი სახლი". ფილმის რეჟისორია ქართველი რუსუდან გლურჯიძე.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა!

რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz