მარიონ კოტიარი ბრედ პიტთან შესაძლო რომანზე პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

მარიონ კოტიარი ბრედ პიტთან შესაძლო რომანზე პირველ კომენტარს აკეთებს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ვერსია, რომლის თანახმადაც, წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი ოსკარის მფლობელი ფრანგი მსახიობი, მარიონ კოტიარი გახდა.

ტაბლოიდების თქმით, წყვილს შორის უთანხმოება ბრედ პიტისა და მარიონ კოტიარის ერთობლივი ფილმის შემდეგ დაიწყო. ფილმის შინაარსის მიხედვით, მოქმედება  1942 წლის აფრიკაში ხდება, სადაც ორი ასასინი (ბრედ პიტი და მარიონ კოტიარი) ერთმანეთს შეხვდებიან, შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან, თუმცა, ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი ორმაგი აგენტია და მეორე უნდა მოკლას.

15 წლის ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი პირველი ფოტოსესია

აღნიშნულ ჭორებს ფრანგი მსახიობი, მარიონ კოტიარი, რომელიც ასევე მსახიობსა და რეჟისორ გიიომ კანეზეა დაქორწინებული, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოხმაურება იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მსგავს თემებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, მაგრამ ამ სიტუაციაში ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ამიტომ ჩუმად ვერ ვიქნები.

Facebook-ის ქართული აუდიტორიის რეაქცია და სრული ისტერია მსოფლიო მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე

დავიწყოთ იმით, რომ მრავალი წლის წინ შევხვდი ჩემი ოცნების მამაკაცს, ჩვენი ვაჟიშვილის და მომავალი მეორე შვილის მამას. ის ჩემი სიყვარული, საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი ადამიანია, რომელიც მჭირდება. რაც შეეხება მედიას და იმ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ განგსაჯონ, გულით გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

და ბოლოს, მთელი გულით ვუსურვებ ანჯელინას და ბრედს, რომელთაც ორივეს უდიდეს პატივს ვცემ, მოიპოვონ სიმშვიდე ამ ხმაურიან სიტუაციაში. სიყვარულით, მარიონი" - წერს მსახიობი.

ვინ აიღებს ბავშვებზე მეურვეობას ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ?

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გავრცელდა. ჯოლის თქმით, მათი დაშორების მიზეზი მუდმივი უთანხმოება გახდა.

 

myquiz