ვინ აიღებს ბავშვებზე მეურვეობას ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ? | Allnews.Ge

ვინ აიღებს ბავშვებზე მეურვეობას ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ?

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიყვარულის ისტორია დასრულდა. ანჯელინა ჯოლის თქმით, მიზეზი დაუსრულებელი უთანხმოებები გახდა.

სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, წყვილი დაქორწინებიდან ორი წლისა და ერთი თვის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს.

ჯოლიმ სასამართლოს მიმართა, რომ სხვადასხვა სახის სამკაულებისა და პირადი ნივთების ცალკე აქტივებით განსაზღვრა მოგვიანებით მოხდეს.

ვინ იქნება 6 ბავშვის მეურვე?

CNN-ის ცნობით, ანჯელინა ჯოლი ექვსი ბავშვის მეურვეობას თავად ცდილობს და სასამართლოს ბრედ პიტისთვის შვილების ნახვის უფლების მიცემას სთხოვს.

ტაბლოიდები უკვე ალაპარაკდნენ, მოხდება თუ არა ბავშვების მეურვეობის საკითხზე ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის დავა, თუმცა აღნიშნავენ, რომ

წყვილს ერთმანეთთან დაშორება სკანდალების გარეშე სურს.

"ამ ყველაფრის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების კეთილდღეობაა. ანჯელინა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ითხოვს, რომ ოჯახში მიმდინარე პროცესები კონფიდენციალურად დარჩეს," - აცხადებს ბრედ პიტი.

Facebook-ის ქართული აუდიტორიის რეაქცია და სრული ისტერია მსოფლიო მედიაში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე

როგორ დაიწყო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა?

2004 წელს, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა "მისტერ და მისის სმიტებში" მიიღეს მონაწილეობა. ამ დროს პიტი მსახიობ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული, თუმცა, 2005 წლის იანვარში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ამავე წლის აპრილში, ანჯელინასა და ბრედის ერთობლივი ფოტოები გავრცელდა, სადაც ისინი ჯოლის კენიელ ვაჟთან ერთად არიან ასახულები. მოგვიანებით, მსახიობმა კიდევ ერთი ბავშვი, ზაჰარა იშვილა. 2006 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ბრედ პიტისგან შვილს ელოდებოდა.

2006 წელს მათი ქალიშვილი, შაილო დაიბადა, 2007 წელს კი ვიეტნამელი ბიჭი, პაქსი იშვილეს. ერთი წლის შემდეგ, ჯოლიმ ტყუპები, ვივიენი და კნოქსი გააჩინა.

2012 წელს წყვილი ოფიციალურად დაინიშნა.

ცნობილია, რომ 2013 წელს, როდესაც ანჯელინა ჯოლის სიმსივნის საფრთხე დაემუქრა და სარძევე ჯირკვლების ამპუტაცია დასჭირდა, პიტი განსაკუთრებით ედგა გვერდით.

2014 წელს წყვილმა მოკრძალებული საქორწინო ცერემონია გადაიხადა. ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ მათ ერთობლივი ფილმი, "ზღვასთან" გადაიღეს.

15 წლის ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი პირველი ფოტოსესია

მოგვიანებით, ჯოლიმ და პიტმა ერთად იმუშავეს ეკრანიზაციაზე, რომელშიც განქორწინების პროცესია ასახული. შეკითხვაზე, კავშირში იყო თუ არა ეს მათ ურთიერთობასთან, უპასუხეს, რომ ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი შინაარსის ფილმს არ გადაიღებდნენ.

კინო ინდუსტრიის გარდა, ისინი პარტნიორები ქველმოქმედებაშიც იყვნენ. ჯოლი დევნილთა საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დესპანი გახდა. მას ამ კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კრიტიკული გამოსვლაც ჰქონდა.

ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი გახდა

განქორწინების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ტაბლოიდების ინფორმაციით, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

myquiz