ფილმი, რომლის საყურებლად 30 დღე დაგჭირდებათ | Allnews.Ge

ფილმი, რომლის საყურებლად 30 დღე დაგჭირდებათ

შვედმა რეჟისორმა ანდერს ვებერგმა ექსპერიმენტული 720-საათიანი ფილმის "ატმოსფეროს" (Ambiancé) პირველი ტრეილერი გამოუშვა. ტრეილერის ხანგრძლივობა 7 საათი და 20 წუთია.

იგივე ფილმის კიდევ ერთ, თუმცა, ამჯერად 72-საათიანი ტრეილერს, 2018 წელს გამოუშვებენ.

თავად ფილმი კი 2020 წლისთვის გამოვა და მისი ხანგრძლივობა 30 დღე იქნება.

კინოსურათის სიუჟეტი ასეთია: ორი მხატვარი ატარებს დროს შვედეთის სამხრეთით მდებარე სანაპიროზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფილმი - Modern Times Forever, დანიელებმა რამდენიმე წლის წინ გადაიღეს. მისი ხანგრძლივობა 240 საათია.

ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

90-იანი წლების ფილმები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდით საქართველოში

myquiz