57 წლის ასაკში ცნობილი მუსიკოსი, პრინცი გარდაიცვალა | Allnews.Ge

57 წლის ასაკში ცნობილი მუსიკოსი, პრინცი გარდაიცვალა

21 აპრილს, 57 წლის ასაკში, ლეგენდარული ფანკ-შემსრულებელი - როჯერს ნელსონი, იგივე პრინცი გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

ერთერთი ვერსიით, პრინცი საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაში იპოვეს გარდაცვლილი.

ცნობილი ხდება, რომ აპრილის დასაწყისში პრინცმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ატლანტაში დაგეგმილი კონცერტი გადადო.

მომღერლის წარმომადგენლების განცხადებით, 57 წლის ვარსკვლავი გაცივდა, თუმცა, მოგვიანებით მდგომარეობა გაურთულდა.

გასულ პარასკევს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს.

პრინცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ პრინცმა მსოფლიო პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას საკუთარი ალბომების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Purple Rain.

myquiz