თბილისის აეროპორტიდან ფრენებს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს | Allnews.Ge

თბილისის აეროპორტიდან ფრენებს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს

თბილისის აეროპორტიდან ფრენებს დაბალბიუჯეტიანი კომპანია Salam Air-ი დაიწყებს.

როგორც Allnews.ge-ს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში" განუცხადეს, ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ომანის ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან ივლისში ჰქონდათ, შედეგად, Salam Air-ი ჩვენს ქვეყანაში ოპერირებას დაიწყებს.

"თვითონ ავიაკომპანიას ჯერ ნებართვაზე განაცხადი არ შემოუტანია, თუმცა გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საჰაერო ხაზზე აღნიშნული ავიაკომპანია დანიშნულია", – აღნიშნეს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში".

 რეისები თბილისის აეროპორტიდან თბილისი–მასკატი–თბილისის მიმართულებით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.

myquiz