თბილისში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება | Allnews.Ge

თბილისში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

2018 წლის დასაწყისში, თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება.

როგორც Hilton–ის ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, სასტუმროების ამ მსოფლიო ბრენდის კიდევ ერთი ნაგებობა, Hilton Garden Inn ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე უკვე შენდება და მისი გახსნა 2018 წელს იგეგმება.

2019 წელს კი 206-ნომრიანი სასტუმრო Hilton-ი კოსტავას ქუჩაზე გაიხსნება და ისტორიულ შენობას, რომელშიც ეს ახალი ბრენდი განთავსდება, ისტორიული ფასადი სრულად შეუნარჩუნდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც ბარი და სპა ცენტრი მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ Hilton-ი ბათუმში უკვე წლებია ფუნქციონირებს და ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროდ მიიჩნევა.

myquiz