პოლიეთილენის პარკებზე დაპირებული აკრძალვა ვერ ამოქმედდა | Allnews.Ge

პოლიეთილენის პარკებზე დაპირებული აკრძალვა ვერ ამოქმედდა

კანონპროექტი, რომელსაც 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან უნდა აეკრძალა, არ ამოქმედებულა. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის ირმა გურგულიანის განმარტებით, მუშაობის პროცესში დამატებით ექსპერტის მოძიება გახდა საჭირო, რამაც პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია.

Allnews.ge-სთან საუბრაში ირმა გურგულიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტსა და წარმოებას აკრძალავს, ძალაში, სავარაუდოდ, 2018 წლის იანვრიდან შევა, იქამდე კი დოკუმენტზე მთავრობაში იმსჯელებენ.

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის განმარტებით, მთავრობის მიერ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ პარლამენტი ადმინისტრაციულ ჯარიმებზე იმსჯელებს.

myquiz