"ჩინელი და სამხრეთკორეელი ინვესტორები ე.წ სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოთი დაინტერესდნენ" | Allnews.Ge

"ჩინელი და სამხრეთკორეელი ინვესტორები ე.წ სამხრეთ ოსეთში ტყვია-თუთიის საწარმოთი დაინტერესდნენ"

ჩინელი და სამხრეთ კორეელი ინვესტორები სამხრეთ ოსეთის ქალაქ კვაისაში ტყვია-თუთიის საწარმოს აღდგენით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ გამოცემა "ტასს" ექსკლუზიურ ინტერვიუში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.

"კვაისის მაღაროები სსრკ-ს ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ წარმოების აღსადგენად სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. დაინტერესება ჩვენი კორეელი და ჩინელი კოლეგების მხრიდან არსებობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესწავლით სამუშაოებს დავიწყებთ. 30 წლის მანძილზე ბევრი რამ განადგურდა, მაღაროების დიდი ნაწილი დატბორილია. ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს", - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტმა".

myquiz