iPhone10 პირველი მყიდველებისთვის 9 999 ლარი ეღირება | Allnews.Ge

iPhone10 პირველი მყიდველებისთვის 9 999 ლარი ეღირება

ახალი iPhone-ების წინასწარი შეკვეთები საქართველოს ზოგიერთ მაღაზიაში ორშაბათიდან, 18 სექტემბრიდან დაიწყება. საუბარია iPhone 8-სა და iPhone 8+-ზე.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ზოგიერთ მაღაზიაში უთხრეს, მართალია iPhone 8-სა და iPhone 8+-ის გაყიდვები შეერთებულ შტატებში 21 სექტემბრიდან იწყება, თუმცა, საქართველოში ახალი აიფონები 1 დღით ადრე ანუ 20 სექტემბერს გამოჩნდება და იმ პირებისთვის, ვისაც სურვილი ექნება რომ საქართველოში და მსოფლიოში პირველებს ჰქონდეთ აღნიშნული ექსკლუზიური მოდელები, მათი შეძენა 21 სექტემბრამდე 5 555 ლარად შეეძლებათ. 21 სექტემბრის შემდეგ კი ფასები შედარებით დაიწევს და 2 000 ლარის ფარგლებში ეღირება.

აღსანიშნავია, რომ ფასები განსხვავებულია სხვა მაღაზიებში. რადგან ზოგიერთი მაღაზიის ცნობით, 21 სექტემბრიდან iPhone 8-სა და iPhone 8+-ის ფასები სავარაუდოდ 3 ათასი ლარიდან დაიწყება.

რაც შეეხება iPhone 10-ს, მისი გაყიდვები აშშ-ში 3 ნოემბერს იწყება, თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ზოგიერთ მაღაზიაში უთხრეს, ქართულ ბაზარზე iPhone-ის საიუბილეო მოდელი ერთი დღით ადრე ან მაქსიმუმ 3 ნოემბერს გამოჩნდება და მისი ფასი 9 999 ლარი იქნება მათთვის, ვისაც პირველს სურს მისი შეძენა. უკვე 4 ნოემბრიდან კი iPhone 10-ის ფასი დასტაბილურდება და 2 700 ლარის ფარგლებში იქნება.

Apple-მა iPhone 8-ის, iPhone 8+ - სა და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარმოადგინა. იხილეთ გაგრძელება.

myquiz