მომენტალური სესხი სილქნეტის აბონენტებს | Allnews.Ge

მომენტალური სესხი სილქნეტის აბონენტებს

მხოლოდ 10 წუთი და სასურველი თანხა საკუთარ ანგარიშზე - სილქნეტის აბონენტები სილქროუდ ბანკისგან ახალი საკრედიტო პროდუქტით - სილქლოანით (www.silkloan.ge) ისარგებლებენ.

განსაკუთრებული პირობები, დაბალი საკომისიო და თანხის მიღების გამარტივებული მეთოდი სილქლოანის სწრაფი სესხის უპირატესობებია. საკრედიტო ისტორიის გადამოწმების, შემოსავლების დადასტურებისა და დამატებითი კითხვების გარეშე პირველ ეტაპზე 400 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. მეორე და შემდეგ განაცხადე საკრედიტო ლიმიტად 1200 ლარი და დაბრუნების ვადად - 30 დღეა განსაზღვრული.

სილქროუდ ბანკის მიერ შემოთავაზებული პროდუქტით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ სილქნეტის აბონენტებს შეუძლიათ. საიტზე - silkloan.ge თანხის მისაღებად ორი ეტაპის გავლაა საჭირო - იდენტიფიკაციისა და საკუთარი ანგარიშის მითითების შემდეგ თქვენ მიერ განსაზღვრული თანხა 10 წუთის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე გაჩნდება.

myquiz