რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის აზრითაც დღეში 1 ლარი და 18 თეთრი გამოსაკვებად საკმარისია | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის აზრითაც დღეში 1 ლარი და 18 თეთრი გამოსაკვებად საკმარისია

საკრებულოს დეპუტატები იმ თანამდებობის პირთა შორის არიან, რომელთაც ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ყოველწლიურად აქვთ.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი რიმა ბერაძე, რომელიც 2015 წელს აცხადებდა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან ამ თანხით შესაძლებელია ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კალორიულობის საკვების დღიური ნორმა შეიძინო.

თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 49 920 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 24 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს დეპუტატი ფლობს 122,60 კვადრატული მეტრისა 90 კვ. მეტრის ფართობის ბინებს თბილისში.

რამდენია მაია მიმინოშვილის ყოველთვიური ხელფასი

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატს "თი–ბი–სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 327 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ბერაძეს მიუთითა, რომ თბილისში მდებარე 38 კვ. მეტრი ფართობის ბინის იჯარაიდან გასული წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 2 400 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, დეკლარაციის მიხედვით, მისმა გასავალმა შვილის სწავლის საფასურის სახით 7 600 შეადგინა. იხილეთ გაგრძელება

myquiz